უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება.
განა ძველმა სარწმუნოებამ ძველის ბერძნებისამ არ შეჰქმნა იგი მათი ხელოვნება, რომელიც დღესაც ქვეყანას აკვირვებს და სახელს ბერძნისას ჰფენს მთელს ქვეყნიერობაზედ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხუროთმოძღვრებას ამისთანა საქვეყნო მნიშვნელობას არ ვაძლევთ, მხოლოდ ვამბობთ, რომ ერს შეხვდება ხოლმე დრო, როცა თუნდ მონასტრებისა და ტაძრების შენებით - წყურვილს სულისას იკლავს ხოლმე. ეს საპატიო წყურვილია, იმიტომ რომ სათავე წარმატებისა ეს წყურვილია და სხვა არა-რა. ილია ჭავჭავაძე #ილიაჭავჭავაძე
სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი. ილია ჭავჭავაძე #ილიაჭავჭავაძე.
დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა. #ილიაჭავჭავაძე
„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.“ #ილიაჭავჭავაძე
პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს. ილია მართალი (ჭავჭავაძე) #ილიაჭავჭავაძე
"სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა, სულგრძელობითა ძლევა სჯობს სიბოროტითა ძლევასა." ილია მართალი (ჭავჭავაძე) #ილიაჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - რა გითხრათ, რით გაგახაროთ 💙 #ილიაჭავჭავაძე
Показать ещё