Напишите, что Вы ищете, и мы постараемся это найти!
Левая колонка
О группе
ჭორიკანა (ინგლ. Gossip Girl) არის ამერიკული თინეიჯერული დრამატული სერიალი, რომელიც დაფუძნებულია სესილი ფონ ზიგესარის ამავე სახელწოდების წიგნების სერიაზე. სერიალის შემქმნელები არიან ჯოშ შვარცი და სტეფანი სეივიჯი, ხოლო პრემიერა 2007 წლის 19 სექტემბერს შედგა The CW-ზე. მისი მთხრობელი ყოვლისმცოდნე, მაგრამ ამავდროულად ყველასაგან უხილავი ბლოგერი - ჭორიკანაა, რომელსაც მსახიობი კრისტენ ბელი ახმოვანებს. სიუჟეტი კი პრივილეგირებული ახალგაზრდების ირგვლივ ვითარდება მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში, ნიუ-იორკში. სერიალი სერენა ვან დერ ვუდსენის დაბრუნებით იწყება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში კონეტიკატის შტატში დახურულ სასწავლებელში სწავლობდა. ბლერ უოლდორფი არის სერენას დიდი ხნის მეგობარი, მაგრამ იშვიათად მეტოქე