პოეზიის 5 წუთი

პოეზიის 5 წუთი
შენ არც ხატი ხარ,არც სალოცავი, მაგრამ თვალები გაქვს საოცარი.. შენი ღიმილი ატყვიათ ქუჩებს, მე ვემონები შენს მთრთოლავ ტუჩებს.. არ მასვენებენ სიზმარში ხმები, შენი სურნელი და შენი თმები.. შენი ალერსი,შენი სინაზე, სუნთქვა,გამშრალი სარკმლის მინაზე, შნი დუმილი...და სიმარტოვე.. არ იფიქრო რომ მე მიგატოვე.. მზერით შეცვალე ცაზე ფერები, სიზმარში გხედავ...და გეფერები.. ჩემი ოცნების ანგელოზს გავხარ.. იცი?ძვირფასო მე შენ მიყვარხარ.. /ზვიად ცინდელიანი/
(არ მინდა საგნის დასახელება...) არ მინდა საგნის დასახელება, ის არის მგზავრი ამნაირ დილის. იქით მთებია, აქეთ ღელეა და მნდორს ფარავს ხეების ჩრდილი. ჩემი იღბალი მუდამ ასეა, ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის. ეს დღევანდელი დღე ძვირფასია, ასე უზომო ხეტიალისთვის. ბაღში ფოთლები ისევ გროვდება, ფოთლები, ასე შორს დაფენილი. და ახლა გვიან მე მაგონდება, ფიქრი, მოსული და გაფრენილი..
ტერენტი გრანელი – Terenti Graneli (1897 – 1934) “ბლაგოსლოვაკის სასაფლაო” მე ვფიქრობდი ამ დილას, მივალ – რატომ ან რისთვის. ვიცი, მე ამ ადგილას ისევ მოვალ ფიქრისთვის. ახლა ღამე იწყება, მართლა ღამე, ნამდვილი. მე არ დამავიწყდება ეს ძვირფასი ადგილი. ქარმა გული მატკინა, წავალ და იქ მოგიცდი. ვიცი მე ამ ადგილას ისევ მოვალ გრძნობისთვის. მალე მთვარე ამოვა, მთვარე – თითქო ზღაპარი. და ეს სასაფლაოა ჩემი თავშესაფარი.
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით... ამ რევორველშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით! გალაკტიონი
მერე რა რომ ცუდად ვარ, მეც მტკივა და განვიცდი, მონატრების დამშრალი ცრემლი მახრჩობს თავიდან, მერე რა რომ ბიჭი ვარ, გრძნობამ სქესი არ იცის, სხეულიდან უშენო ყოველ დილას გავიტან. აღარ გქვია ჩემი და სხვისად ვერ დაგაფასებ, ვერ გიყურებ ბედნიერს ჩემი უბედურებით, ამიტომაც მივდივარ, გზად წარსულში გადაგცემ, ვიცი ვერას მივაღწევ ჩემი უკეთურობით. ჩემო ბედნიერებავ, სხვანაირად გიყურებ, და პროტესტის გამოთქმით, ცრემლიანი თვალებით წარსულს ტანჯვით ვუყურებ და მომავალს ვიტყუებ, ჩვენ ორივე არა და მე მახეში გავები. შეი
"DJ FoBoS"
Show more