added November 12 2017 at 10:07
added June 27 2017 at 21:19
ერესი – თავისი შხამით წამლავს სხეულს და სამუდამოდ კლავს სულს (II ნაწილი) ----------------- 2. ერესი – გონების ცოდვაა. ამ ცოდვის არსია ღვთისმგმობელობა. ერესი – უშუალოდ გონების ცოდვა – არა მხოლოდ ბინდავს მას, არამედ განსაკუთრებულ სისასტიკეს სძენს და სამუდამოდ კლავს გულსაც. ამ ცოდვით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება დაცემულ სულებს, რომელთა მთავარი ცოდვაა ღმერთთან დაპირისპირება და მისი გმობა. დაცემულ სულთა ნიშანდობლივი თვისებაა სიამაყე; ერეტიკოსებიც გამოირჩევიან სიამაყით, რაც უცხადესად ვლინდება ზ
added June 27 2017 at 21:13
Kyrie eleisonგვერდი მოწონებულია · 2016 წლის 27 ივნისი ·რედაქტირებული · 14/27 ივნისი - წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე) ------------------ წინასწარმეტყველი ელისე იყო წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. მსახურებისთვის ღმერთმა მას სიყრმის ასაკშივე მოუწოდა. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. ელისემ მაშინვე ორი ხარი დაკლა და გამოსათხოვარი
added June 26 2017 at 20:28
12/25 ივნისი – ხსენება ღირსისა პეტრე ათონელისა (734) –––––––––– ღირსი პეტრე ათონელი (+734) ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს
added June 26 2017 at 20:19
Kyrie eleisonგვერდი მოწონებულია · 2015 წლის 26 ივნისი ·რედაქტირებული · 13/26 ივნისი – ხსენება მღვდელომოწამისა წმიდა ანთიმოზ იბერიელისა (+1716) ––––––––– წმიდა ანთიმოზ იბერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას
added June 26 2017 at 20:17
წმინდა ტიქონ ზადონელი - ყველამ, ვინც მოკვდა, დატოვა ეს სოფელი, შენც იგივე მოგელის, თუნდაც მთელი ქვეყანა შენ გემორჩილებოდეს ------------------ ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ ქვეყანაზე მგზავრებივით, მწირებივით და უცხოებივით ცხოვრობენ; სულიერი თვალით, რწმენით ყოველთვის ზეციური სამშობლოსაკენ იმზირებიან და მისკენ ისწრაფვიან. შენც გახდი ამქვეყნად მწირი და უცხო, მუდმივად შენი ზეციური მამისკენ იმზირე და ისწრაფე. და სოფელი თავისი ყველა ხიბლითა და საცდურით შეგძულდება. ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს და მისი მოპო
added June 26 2017 at 20:14
58 participants in the group
წმინდა ტიქონ ზადონელი - ყველამ, ვინც მოკვდა, დატოვა ეს სოფელი, შენც იგივე მოგელის, თუნდაც მთელი ქვეყანა შენ გემორჩილებოდეს ------------------ ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ ქვეყანაზე მგზავრებივით, მწირებივით და უცხოებივით ცხოვრობენ; სულიერი თვალით, რწმენით ყოველთვის ზეციური სამშობლოსაკენ იმზირებიან და მისკენ ისწრაფვიან. შენც გახდი ამქვეყნად მწირი და უცხო, მუდმივად შენი ზეციური მამისკენ იმზირე და ისწრაფე. და სოფელი თავისი ყველა ხიბლითა და საცდურით შეგძულდება. ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს და მისი მოპოვებისთვის ისწრაფვის, ის ყველაფერ წარმავალს უგულებელყოფს, რათა დროებითის ძებნაში მარადიული არ დაკარგოს. შეადარე დრო მარადისობას, აწმყო მომავალს, ცოცხალი ადამიანები მიცვალებულებს და გაგინათდება გონება; თავად მიხვდები და აღიარებ, რომ ცუდად იქცევა ის, ვინც "იუნჯებს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის" (ლუკ. 12,21). ყველამ, ვინც მოკვდა, დატოვა ეს სოფელი, შენც იგივე მოგელის, თუნდაც მთელი ქვეყანა შენ გემორჩილებოდეს; მხოლოდ კეთილმსახურება გაგვყვება იმქვეყნად. ბოლომდე კეთილმსახური იყავი და მხოლოდ ეს მიიჩნიე ჭეშმარიტ განძად. მეტისმეტად ერიდე ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფას სიტყვით ან საქმით, რადგან ეს მძიმე ცოდვაა. როცა შეურაცხყოფენ ადამიანს, შეურაცხყოფენ ღმერთსაც, რომელსაც უყვარს ადამიანი; ადამიანის შეურაცხყოფა ვერ იქნება ღვთის შეურაცხყოფის გარეშე. ვინც ადამიანის წინააღმდეგ სცოდავს, ის ღვთის წინააღმდეგაც სცოდავს; მძიმეა ეს, როგორც ხედავ. ამიტომ, როგორც კი შეურაცხყოფას მიაყენებ შენს მოყვასს, მაშინვე დამდაბლდი მის წინაშე, სიმდაბლით სთხოვე შენდობა და აღარ დაისჯები ღვთის სამართლიანი მსჯავრით. ფუფუნებას მომაკვდინებელი სენივით ერიდე. ის ძლიერ ასუსტებს ქრისტიანის სულს; გვასწავლის სხვისი საკუთრების მიტაცებას, ხალხის დაჩაგვრას და მოწყალების გაცემისაგან (რაც ქრისტიანს ევალება) თავის შეკავებას. ფუფუნება, როგორც გაუმაძღარი სტომაქი, როგორც უფსკრული, მთელ დოვლათს ნთქავს, მას ყველაფერი ეცოტავება და უფრო მეტი უნდა. ცუდი სახლი მაქვს, თითქოს, ახალი უნდა ავაშენო; უვარგისი ტანსაცმელი მაქვს, უკეთესი უნდა შევიკერო; მრცხვენია უბრალო ეტლით სიარული, ინგლისური კარეტა უნდა შევიძინო; ამის ჭამა მომბეზრდა, უკეთესი უნდა მოვხარშო; უბრალო ღვინის სმა არ შემიძლია, ძვირფასი არაყი უნდა ვიყიდო; არ შემეფერება, ჩემი მსახურები ასეთ კაბებში რომ არიან გამოწყობილნი, უკეთესად უნდა ჩავაცვა; და ა.შ. ასე შთანთქავს ფუფუნება ყველაფერს და აუძლურებს გონებას. უფრთხილდი მას. ბუნება მცირედით კმაყოფილდება, გულისთქმა და ფუფუნება კი ბევრს ითხოვენ. სხეულს თავმოსაწონი სამოსით ნუ შეიმკობ ზოგიერთივით, არამედ შენი წოდების შესაფერისად შეიმოსე. ქრისტიანული სამოსი სულიერი სამოსია, მან სული უნდა შეამკოს და არა სხეული. სულის სილამაზე ღვთის ხატებაა, როგორადაც ვართ შექმნილი; ასეთი სილამაზისკენ ისწრაფე და მასზე იზრუნე. ნებისმიერ ადამიანს მოეპყარი არა პირფერობით, არამედ უბრალოდ, როგორც საკუთარ თავს. როგორიც გარეგნულად ხარ მის წინაშე, ისეთივე უნდა იყო შინაგანადაც, და რასაც ეუბნები, ის უნდა გქონდეს გულშიც. პირფერობა და მზაკვრობა წარმწყმედელთა საქმეა, რომელთა გულებში ეშმაკი ცხოვრობს და ასწავლის მათ პირფერობასა და მზაკვრობას ჩვენს საცდუნებლად. გაფრთხილდი, არ მოექცე მოყვასს ცბიერად და მზაკვრულად, არ დაუტოვო ეშმაკს შენს გულში ადგილი, რათა არ დაგეუფლოს და არ დაგატყვეოს.
Log in or sign up to add a comment