ქალაქში გვიანი შემოდგომა დაჰქროდა, მოხეტიალე ქარი ხან ვის მოსტაცებდა ქუდს თავიდან და არბენინებდა ქუჩებსა თუ სკვერებში, ხან კი ვისი აივნიდან ჰყრიდა დაბლა ყვავილების პატარ-პატარა ქოთნებს და გამვლელ-გამომვლელს თავისი აწყვეტილი ხასიათით აშინებდა. ქუჩაში ყველა თბილად ჩაცმული დააბიჯებდა და ზამთრის მოლოდინში დროს ტყუილად არ კარგავდა,ბევრს უკვე მომარაგებული ჰქონდა სურსათ-სანოვაგე, ზოგიც ახლა ზრუნავდა ყველაფერზე და ბაზრობებისა თუ მაღაზიებისაკენ მიიჩაროდა.საქმე იმაში გახლდათ, რომ ეს ღვთისგან ბოძებული პატარა ულამაზესი ქალაქი არგო, რომელიც ბრილიანტის მოკაშკაშე ქვასავით იყო ჩასმული შუაგულ მთებში,ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო ხშირად მოწყვეტილი იყო დანარჩენ სამყაროს.მხოლოდ ერთი მარტოსული მამაკაცისთვის სულერთი იყო თუ როგორ გადააგორებდა იგი დამდეგ ცივ ზამთარს,იგი მაინც ყოველთვის ნასვამი იყო და ასე თუ ისე სიცივე აღარ აწუხებდა. მას ყველა ჩვენ თემოს ეძახდა,ერთ დროს ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო თემო, კერძოდ კი მოკრივე. ბევრჯერ უსახელებია მას სამშობლო თავისი სპორტული მიღწევბით, განსაკუთრებით კი ეს პატარა ქალაქი, საიდანაც წარმოშობით იყო იგი. დაუმარცხებელი ათწლიანი ეპოქა ჰქონდა მას შექმნილი თავის სპორტულ კარიერაში და იყო დრო, როცა მას ყველა ხელის გულზე ატარებდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ბედი შემდგომ სხვაგვარად აეწყო, რისი მიზეზიც არავინ არ იცოდა და არც თვითონ ამზეურებდა თავის გრძნობებს იგი სახალხოდ. ახლა ის მთელი არსებით არყის ბოთლში იყო ჩავარდნილი და იქედან ამოსვლას აღარც ცდილობდა, დღე არ გავიდოდა ორჯერ ან სამჯერ რომ არ დამთვრალიყო იგი.ოქროს გული ჰქონდა თემოს,მას ყველა უყვარდა ირგვლივ და პატივს სცემდა როგორც შეეძლო. უყვარდა ადამიანები, ცხოველები, ბუნება, არ იყო მასში არავითარი სიმუხთლე და ანგარება.
ამ დილით იგი შემთხვევით თავის ნათლულს გადაეყარა გზაზე, სიხარულით ცას ეწია, მაგრამ ამავე დროს მიწა გახეთქვოდა და შიგ ჩავარდნილიყო ის ერჩივნა.კაპიკი ფული არ ედო მას ჯიბეში, რომ ტაქსით მაინც გაეცილებინა ნათლული,ან სადმე დაეპატიჟა, თუნდაც კაფეში, ერთ ფინჯან ყავაზე და ნორმალურად გასაუბრებოდა მას. თემომ შვიდიოდე წლის წინ თვითონვე ხმა დაარხია ვითომ სამუდამოდ წავიდა საქართველოდან, სინამდვილეში კი ერთ პატარა მთის სოფელში, პაპამისის ხის ოდა სახლში დაბრუნდა საცხოვრებლად,მისთვის სჯობდა განაწყენებული ყოფილიყვნენ მასზე ყველა ნათესავი თუ ნაცნობი, ვიდრე ამ დღეში ენახათ იგი. ძალიან ამაყი იყო თემო ბუნებით და ვერ აიტანდა ვინმეს რომ გასცინებოდა თუნდაც მასზე, თუმცა ის ბოლო ხანს აღარავის აქცევდა უკვე ყურადღებას,ახლა ის ძალიან გამხდარი იყო, ზურგში მოხრილი და ფერმკრთალი,ძველი თემოსგან კვალიც კი აღარ იყო დარჩნილი,მაგრამ სული ისევ ისეთი გაუტეხელი,ძლიერი და დაუმორჩილებელი ჰქონდა, ას კაცს შეერკინებოდა იგი მარტო,თუ საჭიროება მოითხოვდა ამას.მისი მებრძოლი ხასიათი ყველამ კარგად იცოდა იმ კუთხეში და ბევრი ცდილობდა სწორად მოქცეულიყო მის გვერდით ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. თემო მხოლოდ ორ კაცთან ერთად სვამდა ღვინოს, ერთი ერთი მათგანი იყო ძია კოლა, დურგალი, რომელსაც ელექტრო ხერხისგან მარჯვენა ხელის მტევანზე ცერა თითიღა ჰქონდა შემორჩენილი,მაგრამ ჭიქა არაყი მაინც ყოველთვის მარჯვედ ეჭირა ხელში, მეორე ადამიანი კი მოკლე ვალიკო,ძველი კალათბურთელი, რომელიც ორმეტრიანი კაცი გახლდათ, იგი მათ ღამის ლამპიონივით დაჰყურებდა ხომე თავზე, როცა ისინი ერთად შეიყრებოდნენ დასალევად.თემო იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთს ვერ ნახავდა,როგორც დღეს მოხდა,მაშინ მარტო სვამდა სასმელს, რაც მას არასოდეს არ უყვარდა, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა, თუ არ დალევდა, ალკოჰოლური ციებ-ცხელებით იტანჯებოდა მთელი დღე. დღესაც ორი ბოთლი არაყი მან ვალად გამოართვა მაღაზიაში გამყიდველს და ის იყო თავისი სოფლის ავტბუსში უნდა ასულიყო, რომ შორიახლოს მეზობელი ქალი შენიშნა,ქალბატონს დატვირთული ჰქონდა ხელები ორი დიდი ჩანთით და დამძიმებული ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისაკენ მოემართებოდა.ძალიან გაუხარდა თემოს მისი ხილვა ,გულანთელული მიესალმა, ჩანთები ხელიდან ჩამოართვა და ავტობუსში ააცილა. ქალს ია ერქვა, იმ მხარეში ყველასაგან გამოირჩეოდა იგი თავისი ქალური სილამაზითა და მოხდენილობით,თან ია თემოს გარდაცვლილი მეგობრის ცოლი იყო, ბავშვობაში ზაფხულობით როცა პაპასთან ჩამოდიოდა ხომე იგი,სამივენი ერთად ონავრობდნენ დღე და ღამ სოფლად.ავტობუსში ასვლისთანავე ყველამ თვალები დაჭყიტა, მამაკაცები ფეხზე წამოიშალნენ, რომ მშვენიერი ქალბატონისათვის ადგილი დაეთმოთ, ქალებმა კი, როგორც ყოველთვის, არასასიამოვნო მზერით აათვალ-ჩაათვალიერეს ლამაზმანი და ჩუმი ჭორაობა დაიწყეს მასზე.იას სისხლივით წითელი კაბა ეცვა, ტანზე მოტმასნული და გულზე დიდი დეკოლტეთი ამოღებული,ეს თემოს თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. როგორც მგლები, ისე აპარაბდნენ თვალს მგზავრი მამაკაცები იასაკენ და მუჭისოდენა ნერწყვებს ყლაპავდნენ, მაგრამ თემოს შიშით ვინ რას გაბედავდა?! ჯანჯღარ-ჯანჯღარით, ნელ-ნელა ავტობუსი მაღალი მთის სოფელს მიადგა და მაღაზიასთან გაჩერდა, ყველა დაბლა ჩამოვიდა, თემომ იქვე მდგარი სოფლის ბიჭები თავისთან მოიხმო და იას ჩანთების წაღებაში დაიხმარა.მათ მაინც ერთი გზა ჰქონდათ გასავლელი, ია თემოს მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, მას ერთი გოგო ჰყავდა და ისიც გათხოვილი, ძალიან იშვიათად ამოდიოდა ხომე ამ ბოლო დროს იგი ქალაქიდან სოფლად, ალბათ იმიტომ, რომ სახლში არავინ აღარ ეგულებოდა.გულითად საუბარში მათ მთელი გზა ერთად ამოიარეს და სახლამდე მივიდნენ, ამ დროს უეცრად იას ხელიდან გასაღებების ასხმა დაუვარდა, თემო მყისვე ძირს დაიხარა,რომ იგი ხელში აეღო და მისთვის მიეწოდებინა, მაგრამ ამასობაში ორივე არყის ბოთლი გულის უბიდან გადმოუვარდა და ქვაფენილზე დაიმსხვრა. თემო უნებლიედ ცუდად გახდა, მიწაზე დაჯდა გულზე ხელი მოიკიდა და ხშირი სუნთქვა აუტყდა. პატარა ბიჭები თავს დაეხვიენ მას, მათ მამასავით უყვარდათ თემო, იმიტომ რომ სამართლიანი და გულკეთილი იყო იგი და თან სხვა გაზულუქებული მუტრუკებივით არასდროს არავის არ განიკითხავდა .ია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
- ბოდიში,ჩემს გამო მოხდა ყველაფერი, მიუგო მან თემოს და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
-ეგ არაფერი,ხდება ხოლმე წარმოთქვა რიხიანად თემომ, როგორც ჩემი მწვრთნელი იტყოდა,მოკრივემ ყველნაირ დარტყმას უნდა გაუძლოს ან აიცილოს იგი. ცხოვრებაშიც ასეა ჩემო კარგო, შენ მაგაზე არ იდარდო მიუგო მან იას, მერე ბიჭებს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, მიბრუნდა თავისი ეზოს ხის კარი გამოხსნა და სახლში შევიდა, ეზო როგორც ყველა მთის სოფლებში დამრეცი იყო,პაპის ნაშრომი ნათალი ქვებისაგან ჩამწკრივებული კიბის საფეხურები სახლის შესასვლელამდე მიდიოდა. თემოს პაპა ძველ დროებაში მეფაიტონე იყო მთელი ცხოვრება. ეზოში უშველებელი კაკლის ხის ქვეშ მისი ნაქონი ნახევარსაუკუნოვანი ფაიტონი იდგა, უკვე გამოუსადეგარი, მაგრამ ისევ ისეთივე მომხიბვლელი და კოლორიტული, თემო მას დროის მანქანას ეძახდა, როცა იგი კარგად ნასვამი იყო,შიგ ჩაჯდებოდა ხოლმე და როგორც ამბობდა იმ ცხოვრებაში ბრუნდებოდა, როცა ეს ფაიტონი ძალიან აქტუალური იყო. კიბე ორმოცი საფეხურისაგან შედგებოდა, რომელსაც ბავშვობიდან ინსტიქტურად ითვლიდა ხოლმე იგი სახლიდან გამოსვლისას, დამთხვევა იყო, მაგრამ ხვალ თვითონაც უკვე ორმოცი წლის ხდებოდა. ამბობენ, მეორმოცე დაბადების დღეს არ იხდიანო და არც მას დაუპატიჟია არავინ, მაგრამ ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის,მას კარგად ესმოდა თუ საით მიექანებოდა იგი და სრულიადაც აღარ ანაღვლებდა როგორი დასასრული ექნებოდა მისი ცხოვრების სიზმარს.თემოს მშობლები აქვე სოფელად ჰყავდა დაკრძალული, გულითადი მეგობრებიც უკვე იმ ქვეყნად იყვნენ გარდასულნი და ამის შემხედვარე მას სიკვდილისაც აღარ ეშინოდა. ნელ-ნელა აუყვა იგი კიბის საფეხურებს, კარი შეაღო,სახლში შევიდა და ძველისძველ ლითონის საწოლზე წამოწვა რომ სული მოეთქვა. ხის ოდა სახლში ფიჭვისა და ნაძვის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, ოთახის შუაგულში დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, რომელსაც ზედ ვერცხლის შანდალი ამშვენებდა,საწოლის გვერდით ბებიის ნაქონი სკივრი იდგა, იმდენად იყო იგი თემოს პრიზებითა და მედლებით სავსე რომ თავი ბოლომდე არასდროს არ ეხურებოდა, მაგრამ როგორც თავის თავს, მასაც მალავდა დღესდღეობით რატომღაც იგი.იყო დრო, როცა ყველას სჭირდებოდა თემო, როგორც ერთგული მეგობარი,თავისი სახელითა და ავტორიტეტით, მაგრამ ეს კარგა ხნის წინ იყო.თემოს ყოველთვის ქრისტე ღმერთის მაგალითი მოჰყავდა ხოლმე საუბრებში, ადამიანებისთვის იყო დღენიადაგ გადაგებული, ჩვენ კი ის ჯვარზე გავაკარითო, ჩაილაპარაკებდა ხოლმე იგი ხშირად გულდაწყვეტით.ოთახი ძალიან ხალვათად იყო მოწყობილი, მაგიდა, სკამები, სკივრი, ძველი კარადა და რაც მთავარი იყო მისთვის, კედელზე გაკრული ორმეტრიანი მუჰამედ ალის სურათი, რომელიც ყოველი ღამით ძილის წინ მას კრივის სამყაროში აბრუნებდა .
თემომ პაპის ნაქონი ნაბადი ტანზე მოიგდო და მალევე ჩაეძინა. კარგა ხანი ეძინა მას , სანამ კარზე კაკუნის ხმამ არ გამოაღვიძა, გარეთ უკვე ბნელოდა.
-რომელი ხარ? შემოდი! - წარმოთქვა მან ჯერ კიდევ ძილბურანში გაბნეულმა და კარებისაკენ გადაბრუნდა.
-მე ვარ თემო,გაისმა იას ხმა. თემო უმალ ფეხზე წამოდგა კარები გამოაღო და თვალწინ კვლავ მშვენიერი ია იხილა-შეიძლება? იკითხა ქალმა ზრდილობიანად
-მობრძანდი, უპასუხა მას თემომ და სახლში შეიპატიჟა,ია ოთახში შევიდა და მაგიდაზე ხორაგით სავსე კალათი დადო.
-რატომ წუხდებოდი?! არ იყო საჭირო,ჩაილაპარაკა თემომ და იას მაგიდიდან სკამი გამოუწია დასაჯდომად.
-დღეს ჩემი გულისთვის იზარალე,მე ვიცი რა ძნელია მსმელი კაცისთვის უღვინოდ გადატანილი ღამე, მიუგო მას იამ და კალათიდან ერთლიტრიანი ბოთლი სახლის არაყი ამოიღო,შემდეგ ორივენი მაგიდას მიუსხდნენ, იას კვლავ გამომწვევად ეცვა, რაც თემოს ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლავ თავს იკავებდა.
-ხაჭაპურები გამოვაცხვე და გადმოგიტანე, თან ვიცი, ორნახადი ჭაჭა უმალ გამოგაკეთებს, მიუგო მას ქალმა და კალათიდან თბილ-თბილი ხაჭაპურებიც ამოალაგა.
-მადლობა ყურადღებისთვის,მიუგო მას თემომ - მოდი ახლა უცებ უმკურნალებ ჩემს თავს, წარმოთქვა მან ხალისიანად, შემდეგ არაყი მოზრდილ ჭიქაში დაისხა და სულმოუთქმელად ზალპით გადაკრა. ორ წუთში მას მთელი სხეული ღუმელივით გაუთბა და ცოტა აზრზე მოვიდა. მეორე ჭიქაც დაისხა თემომ, თან ფეხზე წამოდგა და წასულები მოიგონა, მერე ერთი ნაჭერი ხაჭაპური თეფშზე გადმოიღო, შვებით ღრმად ამოისუნთქა და სიგარეტს გაუკიდა.
-ძნელია სიმარტოვე,ძალიან დავიღალე, დაიწყო იამ,აი უკვე ათი წელი გავიდა,ოცდათვრამეტი წლის ვარ და ასე მგონია დავბერდი.
-შენ სიბერის არაფერი გეტყობა, ჩაუჭრა მას სიტყვა თემომ, უბრალოდ ცოტა მოკრძალებულად უნდა ჩაიცვა და დაიხურო,მერე ის ადამიანიც გამოჩნდება, ვისთანაც დანარჩენ ცხოვრებას გაატარებ, თორემ ასე ყველა როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ისე გიყურებს, ეგეთები კი ცოლად არ მოჰყავთ.
-მე რა ?! არ შემძლია ლამაზად გამოვიყურებოდე?- შეიცხადა იამ
-შენ პატიოსანი გოგო იყავი ყოველთვის და ისევე უნდა გააგრძელო ცხოვრება, ქალის სილამაზე კი მარტო მოკლე კაბით და ღრმად ამოღებული დეკოლტეებით არ განისაზღვრება, მე ასე მგონია მიუგო მას თემომ და ემოციურად ფეხზე წამოდგა
-მეც დამისხი ერთი ჭიქა, დავლევ შენთან ერთად- წარმოთქვა ცოტა განაწყენებული ხმით იამ და მაგიდაზე მისკენ ჭიქა მიაცურა.
-კარგი დავლიოთ თითო ჭიქა ერთად, უპასუხა მას თემომ და არაყით ჭიქები შეავსო
-ერთი თხოვნა მაქვს და უარს ნუ მეტყვი, გააგრძელა სიტყვა იამ
-გისმენ, მიუგო მას დიდი ინტერესით თემომ
-მე თამაზის ტანსაცმელებიდან ორი კარგი პერანგი დამრჩა, თუ არ იუკადრისებ გამომართვი, შენ გამოგადგება, ჩაილაპარაკა მან და თემოს ქაღალდის პაკეტი გაუწოდა . თემომ პაკეტიდან ორივე პერანგი ამოიღო, ერთი ძალიან მუქი შვინდისფერი იყო, მეორე-კი თოვლივით თეთრი და სპეტაკი, მას მყისვე თავისი ბავშვობის მეგობარი გაახსენდა და ზემოდან მათ სათუთად ხელი გადაუსვა.
-გთხოვ ახლავე მოისინჯე, წარმოთქვა იამ,შემდეგ ფეხზე წამოდგა და უკან შებრუნდა, თემომ თვითონაც პირი იცვალა, ზემოდან პულოვერი გაიხადა და ის იყო მეგობრის ნაქონ პერანგში ხელი უნდა გაეყარა, რომ ზურგზე უეცრად ქალის სითბო იგრძნო, თავიდან იგი ვერ მიხვდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ ხელებიც რომ შემოეხვია მას ტანზე,
იგი მყისვე უკან შებრუნდა და როცა იხილა წელს ზემოთ შიშველი ია წამში განრისხდა და უნებლიეთ მას სახეში ისეთი სილა გააწნა რომ ნახევრად გათიშული ქალი საწოლზე დავარდა, თემომ თავი ძლივს შეიკავა რომ უბედურება არ ჩაედინა და ორივე პერანგი მას შიშველ ტანზევე მიაგდო.
-სასწრაფოდ ჩაიცვი! თორემ შეიძლება ახლავე მოგკლა ! -დაუღრიალა მან ქალს მთელი ხმით და კედელს ისეთი გამეტებიტ დაარტყა მუშტი რომ სახლმა ზანზარი დაიწყო, ია უცებ ფეხზე წამოხტა გარეთ გავარდა და შეშინებული კიბეზე თავქვე დაეშვა. თემო მას უკან დაედევნა, სანამ ია ეზოს ჭიშკარს მიაღწევდა და გარეთ გავიდოდა, თემომ მას მკლავში ხელი სტაცა,შემოაბრუნა შიშველ მხრებზე თავისი ჯინსის ქურთუკი მოასხა და როგორც თავისი და გულში ჩაიკრა.
- არ გახვიდე ასეთი აფორიაქებული გარეთ, სალაპარაკო მაქვს შენთან, მიუგო მან იას და ხელჩაკიდებული ისევ სახლისაკენ გაიყოლა.
ია როგორც პატარა ბავშვი ისე ტიროდა და თემოს ბატკანივით უკან მისდევდა, ისინი კვლავ ოთახში შევიდნენ, თემომ იგი სუფრასთან ჩამოაჯინა და სთხოვა რომ დაწყნარებულიყო,შემდეგ გაბრაზებულმა ჭიქა ისევ არყით შეივსო და იასგან სრული სმენა და ყურადღება მოითხოვა.
-მისმინე ია, დაიკო - წყნარი მაგრამ ძალიან დამაჯერებელი ხმის ტონით დაიწყო მან საუბარი - მე მესმის შენი,შენ ლამაზი ქალი ხარ ,ვიცი გჭირდება სიყვარული და მამაკაცის სითბო, მაგრამ ასე არასოდეს მოიქცე,შენ თუ თვლი რომ მე ისეთი არამზადა ვარ, რომ ჩემი ძმაკაცის ცოლთან შემიძლია რომანი გავაბა,მაშინ შენ ჩემგან სიკვდილის ღირსი ხარ.თავიდანვე შეგნიშნე, ნასვამი შემოხვედი ოთახში,მაგრამ თუ ეს მხოლოდ არყის ბრალია, მაშინ შენ წვეთი ალკოჰოლი არ უნდა დალიო ცხოვრებაში , ახლა კი მე შენგან ერთ კონკრეტულ პასუხს ველოდები. - წარმოთქვა მან და იას ნამტირალევ თვალებში ღრმად ჩახედა.
-მაპატიე, ჩაილუღლუღა ნაწყვეტ-ნაწყვეტ იამ და თავი ძირს დახარა.
თემო ფეხზე წამოდგა, მაგიდას მოუარა და იას თავზე აკოცა,მერე წამებში მისი ნაჩუქარი პერანგი ტანზე შემოიცვა და კვლავ მას წინ დაუჯდა.
-აბა შემომხედე, მიხდება? - წარმოთქვა მან და შეეცადა ია ხასიათზე მოაეყვანა, იამ თავი მაღლა ასწია და სევდიანად გაიღიმა.
-ია მე შენი ძმა ვარ, შენ ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს, თუ მარტო ვერ ძლებ უნდა გათხოვდე. ხვალიდან მოკრძალებულად ჩაიცვი და ვიღაც-ვიღაცების ძებნა შეწყვიტე, ეკლესიაში იარე, რწმენაში მოექეცი, დაგიმშვიდება სულიცა და ხორციც, მერე ნახავ თუ თვითონ არ გამოჩნდეს შენნაირი მარტოსული ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები, ვინც მოგეწონება მე გამაცანი მაინც, მინდა რომ არ შეცდე,ხომ იცი მე ყნოსვითაც კი ვხვდები ვინ რა ხილია და ან რა ზრახვები ამოძრავებს, ყველგან იტყვი, რომ ძმა გყავს ჩემი სახით, მე კი პირობას გაძლევ, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, მეტის გაკეთება მე არ შემიძლია, ყველაფერი უფლის ხელშია ჩაილაპარაკა მან და არყით სავსე ჭიქა კვლავ ბოლომდე შესვა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის, ამოთქვა იამ, მადლობა რომ აზრზე მომიყვანე, მე ეს ალბათ, ძალიან მჭირდებოდა.
-არაფერია, ყოველი კვირის ბოლოს შემომიარე ხომე და გაგილაწუნებ,უპასუხა მას ხუმრობით თემომ, ამ სიტყვებზე ორივეს გულიანად გაეღიმად.
-მე დღესდღეობით არავინ არ მიყვარს მთვარის გარდა,ჩაილაპარაკა თემომ,შემდეგ კვლავ ფეხზე წამოდგა კარი გამოაღო და ცას ახედა - მე მხოლოდ მთვარეს ვემიჯნურები, ღამ-ღამობით კი ხშირად დავფრინავ კიდეც მასთან ერთად და ამით ძალიან ბედნიერი ვარ,
შემდეგ მან ია ფეხზე წამოაყენა,გულში ჩაიკრა და ყურთან ჩასჩურჩულა - ეხ ჩემო კარგო ადამიანო, მე რომ მაგ პრინციპებით მეცხოვრა, ახლა ძალიან მდიდარი ვიქნებოდი, მაგრამ სული ნეხვით მექნებოდა სავსე და ღირსებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.მე უკვე კარგა ხანია ზღვარზე ვდგავარ და ერთი ნაბიჯი მაკლია, რომ საიქიოს კარიბჭე შევხსნა, შენ კი ჩემი ცდუნება განგიზრახავს. არა, ეს არავის არასოდროს გამოსვლია.ია პატარა ბავშვივით იყო მიტუზული თემოს მკერდზე და ყოფილი მეუღლე ახსენდებოდა
-ახლა კი სახლში წადი და დაფიქრდი იმაზე რაც გითხარი, გთხოვ, ერთი-ორი დღე გზაზეც არ გადამეყარო, მინდა საერთოდ დავივიწყო ყველაფერი რაც მოხდა - შემდეგ თემო სკივრთან მივიდა თავი ახადა,იქიდან ერთი ოქროსფერი ყველაზე დიდი პრიზი ამოიღო, რომელსაც მოკრივის ხელთათმანის ფორმა ჰქონდა და იასკენ შებრუნდა - ეს ყველაზე დიდი მიღწევა იყო ჩემს სპორტულ კარიერაში,მაშინ ევროპის ჩემპიონი გავხდი, ფინალში კუბელ რაულ დემანას მოვუგე და ხელიდან გამოვგლიჯე ევროპის ჩემპიონის ტიტული,დაწყნარდი, ჩვენ დღეს კიდევ ერთი ბრძოლა მოვიგეთ,აი აიღე ჩემგან საჩუქრად, იგი შენ ყოველთვის ამ დღეს გაგახსენებს,გაიღიმა მან და ჩემპიონის თასი იას ხელებში ჩაუდო, შემდეგ ოთახის კარები გამოაღო და იგი გარეთ გამოაცილა. თემო თავის აივნიდან უყურებდა თუ როგორი ჩაფიქრებლი გადიოდა ია ეზოდან,
-შენ რომ ბიჭი გეყოლება, ეგ თასი მისი თილისმა იყოს, მიაძახა მან ხმამაღლა იას და სახლში შებრუნდა.
ღამის პირველი საათი სრულდებოდა,ასე რომ თემო უკვე ორმოცი წლის გახდა,იგი პაპის დანატოვარ ძველმოდურ ტანსაცმლის კარადას მიუახლოვდა , სარკეში ჩაიხედა და ჭიქა არყით თავის თავს დაბადების დღე მიულოცა, შემდეგ თავისი მოპოვებული ყველა მედალი და პრიზი სკივრიდან ამოალაგა, გაწმინდა და ფანჯრების რაფებზე განალაგა, რომელებიც არ დაეტია, გარეთ აივანზე გამოფინა, მოწესრიგდა, პირი გაიპარსა და ტანსაცმელი გამოიცვალა.თეთრი პერანგი და შავი ვილვეტის პიჯაკი, რომელიც ერთ დროს მას ესპანეთში ტურნირის დროს ჰქონდა ნაყიდი,მხრებზე ისე მოხდენილად აჯდა რომ კინომსახიობი გეგონებოდათ .უცებ თემომ ჭიშკრის გაღების ხმა გაიგო და ფანჯრიდან გაიხედა, ეზოში ხალხით სავსე ორი მანქანა შემოვიდა,იგი მყისვე კარებს ეცა გარეთ გავიდა და გაოცდა, მასთან სტუმრად ყოფილი თანაკლასელები მოსულიყვნენ.
- აი სურპრიზი!!! გახარებულმა წამოიძახა მან და ყველას დიდი სიყვარულით შეეგება, -გილოცავთ! გილოცავთ! - ისმოდა ყოველი მხრიდან თანაკლასელების მილოცვები და ათას რამეს ჩუქნიდნენ მას საყვარელი ადამიანები, თემო ჯერ კიდევ დაბნეული იდგა შუაგულ ეზოში და ბედნიერებისაგან უაზროდ იღიმოდა. ლია, ანზორი, გოგა, თინა, მურთაზი, გუჯა, როინი, ქეთი, მუხრანი და ნიკუშა - ბავშვობის მეგობრები, ვინც კი მას უყვარდა, ყველანი სტუმრად ჰყავდა ახლა მას სახლში.
- დანარჩენები სად არიან ? იკითხა თემომ
- დანარჩენებს ჩვენთან რა უნდათ, ოცდახუთ კაცში ჩვენ ვიყავით ერთმანეთან ყოველთვის ახლოს,უპასუხეს მას მეგობრებმა
- ჰო, ეგეც მათალია.
გაეღიმა თემოს, როინიმ და მუხრანმა მანქანებიდან იმდენი სურსათ-სანოვაგე და სასმელი გადმოტვირთეს რომ ერთ ამდენ ხალხს კიდევ ეყოფოდათ საქეიფოდ. -ცეცხლი სად დავანთოთ? - იკითხეს ბიჭებმა
-სადაც გინდათ ძმებო,წარმოთქვა გახარებულმა თემომ და სიამოვნებისგან ადგილზე ჩიკორივით დატრიალდა.
ერთი სიტყვით,ღამის ორი საათისთვის ეზოში ისეთი სუფრა გაიშალა მტერს თვალებს დაუბრმავებდა, ცოტა ციოდა, მაგრამ ყველამ მოინდომა გარეთ ეზოში დამსხდარიყვნენ, სახლის გვერდით, ვაკე ადგილზე მათ დიდი ბოშური კოცონი დაანთეს,მარნიდან მაგიდა გამოიტანეს, ყველაფერი ისე მოაწყვეს, კაცს თავი ძვირფას დუქანში ეგონებოდა. უღრუბლო ცაზე დაკიდებული სავსე მთვარე ყვლაფერს თვალხილულს ხდიდა და თვალყურს ადევნებდა,სუყველა აღფრთოვანებული იყო ამ პატარა სოფლის სილამაზითა და სურნელებით . თემომ ერთი სადღეგრძელო ითხოვა, ფეხზე წამოდგა და ყველას დიდი სიყვარულით მიმართა:
-მე თავი სიზმარში მგონია, ისეთი ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით, ყველას მადლობას გიხდით ყურადღებისათვის ჩემო კარგებო, გაგიმარჯოთ! წარმოთქვა მან და თანაკლასელების მოტანილი კონიაკი სიამოვნებით გადაუშვა ყელში.
- ახლა მე ერთი იდეა მაქვს და თუ შეიძლება ხელს ნუ შემიშლით, მიმართა ყველას თემოს გვერდით მჯდომმა გუჯამ-ვიცი მაინც მე უნდა ამირჩიოთ თამადად, მაგრამ მოდით ახლა ასე მოვიქცეთ; დღეს ჩვენი ძმის დაბადების დღეა, ჰოდა ყველამ სათითაოდ ვადღეგრძელოთ იგი და თან გავიხსენოთ წარსულში მასთან დაკავშირებული რაიმე ისტორია. მართალია,მეც მაქვს სათქმელი, მეც გაისმა ხმა და ყველა სიამოვნებით მის იდეას დასთანხმდა.
- მაშინ მე ვიტყვი თუ შეიძლება პირველ სადღეგრძელოს, წარმოთქვა ცოტა მოშორებით ცეცხლის გვერდით მჯდომმა ლიამ,წამოდგა სუფრას მიუახლოვდა შავი ღვინით სავსე ჭიქა ხელში აიღო, გახარებულ თემოსაკენ შებრუნდა და განაგრძო -
მეათე კლასში რომ ვიყავი,მამა გარდამეცვალა, ალბათ ყველას გახსოვთ,ჩვენ მაშინ ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა, კაპიკებს ვითვლიდით და უცებ ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს.მაშინ, როდესაც დედაჩემი სიგიჯის ზღვარზე იდგა უსახსრობის გამო, ღამით ზუსტად ალბათ ამ დროს, კარზე კაკუნის ხმა გაისმა,მე კარები გავაღე და თემოს შევეჩეხე, იგი სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი, მე ვიცოდი, რომ ღამ-ღამობითაც დარბოდა და ვარჯიშობდა იგი, გადამეხვია, მომისამძიმრა, სახლში შემოვიდა დედა ანუგეშა და მაგიდაზე ქაღალდში გადახვეული შეკვრა დადო, სამი ათასი მანეთი, გვითხრა რომ, თუ არ ავიღებდით, ძალიან ეწყინებოდა მთელ კლასს,მთელი კლასის სახელით მოიტანა მაშინ ის თანხა თემომ. სიმართლე რამოდენიმე წლის შემდეგ გავიგე მხოლოდ და ისიც შემთხვევით,ახლა კი თქვენ გეუბნებით, ამაზე არავინ არაფერი იცოდით. მე მინდა შენი გული დავლოცო თემო,
შენ ნაღდი კაცი ხარ და მე მეამაყება რომ მე შენი მეგობარი მქვია, მერე რა რომ ამჟამად ფული არ გაქვს, მე თუ მკითხავენ, შენი ღირსების ადამიანს ფული არც სჭირდება, ახლა ჩვენ ერთად ვართ უკვე და ამას იქეთ ვერაფერი დაგვაშორებს. გაგიმარჯოს თემო - წარმოთქვა ლიამ და ბოლომდე შესვა მისი სადღეგრძელო.თემოს მადლიერების გრძნობამ გული ისე გაუთბო, ლამის სანთელივით დადნა.სუფრაზე ბედნიერება ქუხდა,შემდეგ სადრეგრძელო ანზორმა ითხოვა, თემოს გადახედა და სიტყვა გააგრძელა - ერთხელ კარგი ნაცემი გყავარ, მაგრამ მართალი იყავი და გულში არაფერი ჩამიდია. მაშინ შავ ზღვაზე,გაგრაში ვისვენებდით ერთად,მახსოვს ბულვარში ორი გოგონა გავიცანით,შენ როგორც ყოვლთვის, ლაპარაკიც არ გჭირდებოდა,ყველა შარვლის ტოტებში გიძვრებოდა, ისედაც ძალიან სიმპატიური იყავი და თან ჩემპიონი, ის საღამო რესტორნით დავამთავრეთ, მერე პლაჟზე ჩავედით როგორც ახალგაზრდობაში ხდებოდა ხოლმე.ის გოგონა, რომელიც მე ავირჩიე ქალიშვილი გამოდგა, თვითონვე მაგრძნობინა სუფრასთან რომ ვისხედით და მთხოვა რომ მისთვის ზიანი არ მიმეყენებინა, მაგრამ მე ბოლოს ისე დავთვერი, რომ ძალადობა დაუწყე მას.აი ზუსტად მაშინ მომხვდა დინგში შენი მარჯვენა, მადლობა მინდა გითხრა ამისათვის ,იმიტომ რომ ჯერ დიდ შარს გადამარჩინე, მერე კი უმძიმეს ცოდვას ამაცილე. გაუმარჯოს თემოს! - წარმოთქვა ანზორმაც სადღეგრძელო და სასმისი ბოლომდე შესვა.
- თუ საჭიროა იქნება ახლაც მოგდებ ხომ იცი? - მიუგო მას ხუმრობით თემომ და გულიანად გაიღიმა. ყველა ერთხელ კიდევ გამხიარულდა
- აბა მწვადები, მწვადები - ახმაურდა სუყველა ერთხმად და სუფრაზე შამფურებად ჩაეწყო მწვადები ყველგან. თემომ ერთი ნაჭერი გადაიღო და ისიც შუაზე გაჭრა, ბევრ ჭამას დიდი ხანია იგი უკვე გადაჩვეული იყო.
-ვიმღეროთ ! - წამოიძახა სუფრაზე ყველაზე ლამაზმა ქალბატონმა. ეს იყო თინა ყიფიანი, ყოველთვის მომღიმარი და გულმხიარული, გიტარაზე ვირტუოზულად უკრავდა და მღეროდა იგი,ეს ნიჭი მას მამისაგან მოჰყვებოდა, თინამ მანქანიდან თავისი თოვლივით თეთრი გიტარა გადმოიღო და რასაც ისინი ახალხაგზრდობაში მღეროდნენ ხშირად იმ სიმღერაზე მოიღერა ყელი.თემოს წინ დადგა ბოშურ კაბაში გამოწყობილი,თმებგაშლილი მშვენიერი თინა და მთელი გრძნობით აამღერა „ოჩი ჩორნიე“. ყველა სიმღერას აჰყვა, ფეხზე წამოდგნენ და კოცონის გარშემო ცეკვა დაიწყეს, თემომ თვალები დახუჭა, ხელები ცაში ააპყრო და უსაზღვრო სიამოვნების მორევში თავით გადაეშვა. კარგა ხანს იხალისეს მათ ასე, ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და პატარა ბავშვებივით სიცოცხლე უხაროდათ. ასეთი ჟრიამული სკოლის დამთავრების აღსანიშნ ბანკეტს უფრო წააგავდა, ვიდრე თემოს ორმოცი წლის იუბილეს.ამ დროს მუხრანი სუფრას მიუახლოვდა , ღვინით სავსე დოქი ხელში აიღო და ზედ ჩანგლით კაკუნი დაუწყო, რომ თანაკლასელების ყურადღება მიექცია,ნელ-ნელა ყველა გაჩერდა.
- მეგობრებო მემგონი ჩემი სადღეგრძელოს დროც მოვიდა - გაიღიმა მან და სასმისი პირამდე შეივსო. ყველა სუფრას შემოუსხდა, მუხრანი ფეხზე იდგა,შემდეგ თითონაც ყველასგან სმენა და გაგონება ითხოვა და ყურადღება კაკლის ხის ქვეშ მდგარი ფაეტონისაკენ გადაიტანა - აი ძმებო და დებო, უყურეთ, დაიწო მუხრანმა - ეს უთვლებო დილიჟანსი, რომელიც უკვე ჟამთა სვლის გამო სულს ღაფავს, ერთ დროს თბილისის ქუჩებში უამრავ ადამიანს დაასეირნებდა. ვინ აღარ მჯდარა მასში,შეყვარებული წყვილებიდან დაწყებული, ტურისტებით თუ მაშინდელი თბილისელი ლოტბარებით დამთავრებული,ყველაფერის სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი ძალა,თავისი ორი ნახშირივით შავი ცხენით კი თემოს პაპა იყო,გიორგი არაბული, ფაეტონს მისი სახელიც კი აწერია. მე მინდა მოვეფერო იმ დიდ ადამიანს რომელიც მთელი ცხოვრება ხალხს ემსახურებოდა და მისი სახით ჩვენი წინაპრების მოგონებაც შევსვა - ყველა მის პატივის მისაგებად ფეხზე წამოდგა, თითეული მათგანი თავისებურად ქარგავდა სიტყვებში სიყვარულსა და მადლიერებას პაპა გიორგისადმი და თვალები უბრწყინავდათ. ყველაზე კეკლუცი და აბეზარა ქეთიც კი, რომელიც არასოდეს არ სვამდა ალკოჰოლს, ფაიტონთან მივიდა, შავი დერმატინის გადახუნებული სკამიდან შემოდგომის ყვითელი ფოთლები გადაფანტა,ზედ დაჯდა და ისე დალია სადღეგრძელო. ასეთი ბედნიერი ღამე რამდენი წელია აღარ შეუგძნია თემოს, მან დღეს თავისი თავი იპოვნა, მისი სული გაძეძგილი იყო უსაზღვრო ემოციებითა და ადამიანური სითბოთი,როინმა და გოგამაც შესვეს თემოს სადღეგრძელო ვახტანგურათ და ძმაკასც გადაეხვივნენ,უკვე ყველა კარგი ნასვამი იყო,ბოლოს თემომ სუყველა სახლში აიყვანა ვინც საწოლზე დაეტია მოასვენა,ქალები აივნის გავლით მეორე ოთახში განათავსა, კაცებს კი ვისაც ადგილი არ ეყოთ თემომ ძველისძველი ხალიჩა ამოატანინა საკუჭნაოდან,იატაკზე გაშალა და ხუმრობით განუცხადა რომ მყისვე აბრაგებივით ზედ გაგორებულიყვნენ და დაეძინათ-შენ ? შენ სად დაწვები თემო იკითხეს ბიჭებმა,მე აგერ მეზობელთან გადავალ ერთი ღამით და დილით თქვენთან გავჩნდები ისევ წარმოთქვა მან სიამოვნებით და ადგილზე წაიცეკვა.ცივი ღამე იდგა, თემო თეთრ პერანგსა და თავის საყვარელ ვილვეტის პიჯაკში გამოწყობილი გარეთ გამოვიდა, კისერზე მას შავი კაშნი ეხვია რომელიც დღეს მას ლიამ აჩუქა, აივანზე მდგარ პატარა ხილის მაგიდიდან ნახევრად სავსე ბოთლი არაყი ხელში აიღო და თითქმის ჩაფერფლილ კოცონთან დაბლა ჩავიდა, სადაც იყო გათენდებოდა, იგი იქვე ხის გადაჭრილ მორზე ჩამოჯდა,გვერდით სასმელი და ჭიქა დადო, მერე ჯერ კიდევ მოკაშკაშე მთვარეს მაღლა ახედა თვალი ჩაუკრა და თავისთვის ჩაილაპარაკა-ჩემო ლამაზო ხომ ხედავ როგორი მეგობრები მყავს, აქ კი ყველა მარტოსულს მეძახის, მოდი შენ გაგიმარჯოს დაირასავით რომ ხარ გამოკიდებული ყოველ ღამე ცის კაბადონზე და ხალხს გზას უნათებ,მერე კვლავ ჭიქაში არაყი დაისხა და ისევე მშრალად დალია როგორც ყოველთვის.დილა დგებოდა და სიცივემ უფრო მოუჭირა,თემომ ცეცხლის გაღვივება მოინდომა,ახლა მას გული სირახულით ჰქონდა სავსე და განვლილი ცხოვრებიდან მხოლოდ ნათელი დღეები ახსენდებოდა,ამ ფიქრებში გართული იგი უკან შებრუნდა რომ ძირს მიმობნეული ხმელი ტოტები მოეკრიფა, მიმოიხედა და ადგილზე გაშრა, თავისი თანაკლასელების არც ერთი მანქანა აღარ იდგა ეზოში,შემდეგ კვლავ ცეცხლისკენ შებრუნდა, აღარც ცეცხლის ნაკვალევი სჩანდა არსად და ლიას ნაჩუქარი კაშნიც სადღაც გამქრალიყო, ამასობაში ინათა, კარი გაიღო და ეზოში სწრაფი ნაიჯით ია შემოვიდა, აფორიაქებულმა თემოსთან მიირბინა და ჰკითხა თუ როგორ იყო იგი, დაბნეულმა თემომ იას სთხოვა რომ სახლში ასულიყო და ოთახებში შეეხედა თუ იყო ვინმე იქ. იამ კიბე წამში აირბინა, სახლის კარი გამოხსნა და როგორიც გუშინ
დატოვა იქაურობა ისევე დახვდა, მერე აივნის გავლით მეზობელ ოთახშიც შეიხედა და იქაც უკუნისებური სიჩუმე იდგა, მობრუნდა და ისევ უკან ჩქარი ნაბიჯით თემოსკენ დაეშვა-თემო იქ ვინ უნდა იყოს?! არავინაა - მიუგო მას გაკვირვებულმა იამ და მხრებზე სანუგეშოდ ხელები ჩასჭიდა -მთელი ღამე ფანჯრიდან გაოცებული გიყურებდი, სვამდი, ცეკვავდი, ხან ლექსებს კითხულობდი, გაუჩერებლად ლაპარაკობდი და რაღაც გიხაროდა, ისე გიხაროდა რომ შორიდანვე შევნიშნე სიხარულის ცრემლები თუ როგორ გიბრწყინავდა თვალებზე. შენ მე მითხარი რომ ეს დღეები არ დაგნახებოდი და ამიტომაც ვერ გავბედე შენთან შემოსვლა. თემო რა მოგივიდა? - კიდევ ერთხელ ჩაეკითხა მას ია და ფრთხილად კვლავ ხის მორზე ჩამოაჯინა.თემომ უზომოდ ნაღვლიანი თვალბით ახედა მის წინ მდგარ კოხტა ქალბატონს და ჩურჩულით უპასუხა
-თამაზასთან რას დამაბარებ?! - ია შეცბა ამ სიტყვების გაგონებაზე და მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო.
-ახლავე მოვალ - წარმოთქვა მან და საჩქაროდ მეზობელ სოფლად ექიმის დასაძახებლად გავარდა.გულამოგდებული მირბოდა იგი ექიმის სახლისაკენ, ყველაზე მეტად ახლა მას უნდოდა, რომ თემოს დახმარებოდა. სანამ მან ექიმი გააღვიძა, სანამ ბერიკაცი აზრზე მოვიდა,ტანზე ჩაიცვა და იას უკან გამოჰყვა,ნახევარი საათი მაინც გავიდა,ია უკვე უკან გამორბოდა და თავისთვის ფიქრობდა თუ როგორ ჩაიყვანდა თემოს ქალაქში, როგორ ჩაუტარებდა საავადმყოფოში გადასხმებს და თუ როგორ უპატრონებდა მას ღვიძლი დასავით. იგი მალევე უკან დაბრუნდა, ეზოში შევარდა, თემო არსად ჩანდა, იფიქრა სახლში ავიდა და წამოწვაო, ქარიშხალივით აირბინა მან კიბის საფეხურები,მაგრამ არც ოთახში დახვდა მას თემო, მეტი მღელვარებისაგან გული ამოუარდა, გარეთ გამოვიდა და დაბნეული აივანის კიდეზე ჩამოჯდა, ცოტა ხანში ღობის მიღმა მოხუცი ექიმიც გამოჩნდა, ია კვლავ ფეხზე წამოხტა, რომ მას შეგებებოდა და კიბეზე დაბლა დაეშვა,შემდეგ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ეზო და კაკლის ხის ძირში დაჟარულ,ძველისძველ ფაიტონში მჯდომი თემო დაინახა-ვაიმე დედა! წამოიყვირა მან გულისტკივილით და უთვლებო დილიჯანსს შეშინებული ნაბიჯით მიუახლოვდა.თემო კაკლის ყვითელ-წითელი ფოთლებით დათოვლილ ფაიტონის უკანა სავარძელზე ნახევრად გადაწოლილი თავადივით იჯდა,თვალები მას დახუჭული ჰქონდა და სახეზე ბავშვური სუფთა ღიმილი ეფინა.
-აქეთ ექიმო! - ტკივილნარევი ხმით ამოთქვა იამ და ბერიკაცი მის გაგასინჯად მიუშვა,ექიმმა თემოს შუბლზე ხელი დაადო, შემდეგ პულსი გაუსინჯა და იას გადახედა.
-რა ხდება ექიმო?! - სახე დაკარგული ჩაეკითხა მას ია,ბერიკაცმა ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაისახა და სევდიანად ჩაილაპარაკა: “მორჩა აქაური წვალება” მერე მან თემოს ხელიდან ბოთლა არაყი და ჭიქა ჩამოართვა და მომტირალ იასკენ შებრუნდა,ამ კაცმა ორიოდე წლის წინ ქალაქში ხანძრის დროს მე შვილიშვილი სიკვდილს გადამირჩინა, ვინ იყო მეთქი ის ვაჟკაცი სულ ვფიქრობდი და აი ახლა ვიცანი,მე მას პატივიც კი ვერ ვეცი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ამოიოხრა მან და თემოს საყვარელი წელში გამოყვანილი ჭიქით მისი შესანდობარი შესვა. ვინმე თუ დარჩა შვილო, რომ მიხედოს და გააპატიოსნოს ეს კარგი ადამიანი ? იკითხა მოხუცმა
-კი მე, მე დავდჩი, მე და ვარ მისი და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საიჭოა მიუგო მას იამ და ჩუმი ქვითინი აუტყდა. მეც გვერდით მიგულე, დღესვე დავურეკავ ჩემს შვილს, რომ ქალაქიდან ამოვიდეს და ყველაფერზე იზრუნოს - წარმოთქვა ექიმმა და თემოს მკერდზე მამასავით ხელი ჩამოაყოლა. შემდეგ ბერიკაცმა თემოს სახლ-კარს მოავლო თვალი.
-ეს რა თასებია ფანჯრებში გამოწყობილი შვილო? - იკითხა მან დიდი ინტერესით .
-ეს მისი მოპოვებული პრიზებია ბატონო - უპასუხა იამ, - ის ერთ დროს უძლიერესი მოკრივე გახლდათ.
-რა გვარის კაცი იყო? ჩაილაპარაკა მოხუცმა
-თემო არაბული! - მიუგო იამ.
-არაბული ? - გაიკვირვა ბერიკაცმა, - ეს, ის არაბულია?
-დიახ, ის არის. - ამოილუღლუღა იამ და სინანულით სავსე ლამაზი თვალები ძირს დახარა.
-არ შეშინდე შვილო, ყველა სიკვდილის შვილები ვართ - წარმოთქვა მოხუცმა ექიმმა და ია გულში ჩაიკრა.
ამასობაში ეზო სულ მოზარდი ბიჭებით გაივსო, ყველანი ძველისძველი ფაეტონის ირგვლივ იდგნენ და ღაპა-ღუპით მოსდიოდათ ცრემლები. ბერიკაცმა კიდევ ერთხელ მოავლო ყველას და ყველაფერს ირგვლივ თვალი, მერე ცას ახედა და უცნაური სიამაყით ჩაილაპარაკა, აი ამას ქვია გარდაცვალება...........
მოთხრობა ეძღვნება ჩემს გარდასულ ძმაკაცს,ზაზა გელდიაშვილს ! ,,ციკოსგან,, დათო ცქიფურიშვილისგან .......................................
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев