გილოცავთ ყველა თამარს, სასულიერო და საერო პირებს, შეგეწიოთ მისი მადლი და მეოხება არ მოგაკლოთ.
ღმერთმა გააძლიეროს ერი და ბერი, გაამთლიანოს საქართველო.
ადამიანს როდესაც აქვს: სიმდიდრე, სილამაზე და დიდება, მისი გაამპარტავნება ადვილია. წმინდა თამარ მეფეს სამივე გააჩნდა, მაგრამ ბოროტი ვერაფერს გახდა მასთან, რადგან იგი კეთილად მსახურობდა ღმერთს და სამშობლოს! მისი მეფობის პირველი ბრძანება იყო: გახსენით საუნჯენი, დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო. თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს !
,,წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თამარ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის''