🇬🇪ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
უწყების ცნობით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში 29,9 ათასი დოლარის ოდენობის ყალბი 10-დოლარიანი კუპიურები გაასაღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოიღეს ორი 100-დოლარიანი და ერთი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები.
დაკავებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
🇬🇪საქართველო ცხოვრების ისეთი დონეს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია, 2027 წლისთვის მიაღწევს, განაცხადა "ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა
"იგეგმება, რომ ერთ სულ მოსახლეზე წლიურმა შემოსავალმა 8 ათას დოლარს მიაღწიოს, რაც დაახლოებით 21 ათასი ლარია. 2027-2030 წლებისთვის კი ჩვენ წლიური შემოსავალი დაახლოებით 10 000 -12 000 ათასი დოლარი გვექნება. ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ეკონომიკური მაჩვენებლები და კეთილდღეობის დონე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური განვითარების დონე - დემოკრატიის განვითარება", - განაცხადა სეფაშვილმა.
🇬🇪🇷🇺საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარი–ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3%-ით გაიზარდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური "საქსტატი"
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 99,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 67 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 53,5 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, თითქმის 12 ათასი ტონა ფეროშენადნობები, ასევე 4,9 ათასი ტონა მსუბუქი ავტომობილი და ა.შ.
რუსეთიდან შემოვიდა 704,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 380 ათასი ტონა გაზი,
🇬🇪ბინის მესაკუთრეები არაკეთილსინდისიერი მოიჯარეების ბინიდან გამოსახლებას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეძლებენ, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ინიციატივა მალე საქართველოს პარლამენტს წარედგინება
ამჟამად მესაკუთრეს თავისი ბინიდან ადამიანის გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლია. სასამართლო გარჩევა კი ასეთ საკითხებზე, მოსამართლეების ნაკლებობისა და ქართულ სასამართლოებში სამოქალაქო საქმეების სიუხვის გამო, ხშირად წელიწადზე მეტხანს გრძელდება.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემდეგ მესაკუთრეებს საშუალება ექნებათ დაარეგისტრირონ ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, ხოლო თუ მოიჯარე არ შეასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს
🇬🇪🇵🇱პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს
დანაშაული პოლონეთის ქალაქ ვიერ-უჟოვში, ნაქირავებ ბინაში ღამით მოხდა, როდესაც ქალი მარტო იმყოფებოდა.
პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც მიმალვა შეძლო, ასევე საქართველოს მოქალაქეა - დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ. მკვლელობის მოტივი უცნობია - პოლონურმა პოლიციამ დამნაშავეზე ძებნა გამოაცხადა.
🇬🇪 ეროვნულმა ბანკმა ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა დაიწყო
პროგრამის "როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად" მიზანია ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირება მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
თემებს შორის, რომელთაც სწავლება მოიცავს, არის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის სწორად და ეფექტურად მართვა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და დამატებითი შემოსავლების შექმნის მიზნით, თანხების სწორად ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, ამ მიმართულებით არსებული რისკები და შესაძლებლობები.
ტრენინგებს ეროვნული ბანკისა და "საქართველო
🇬🇪"ნაციონალური მოძრაობა" - ომისა და ღალატის პარტიაა და ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას, განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
ალასანიამ აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები. მან ამის მაგალითად დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა - როდესაც ლაპარაკია, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ, "რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?", განაცხადა მან. ალასანიას თქმით, ის ამჯობინებს გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს, რადგან "ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები".
"მთელი 20 წელია, "ნაციონალური მოძრაობა" ამ გეგმით მოქმედებს... ო
🇬🇪💱 ლარის კურსი 22 ნოემბერს
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7037 GEL /$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ეროვნული ვალუტის კურსი 0,0056 ლარით გაუფასურდა.
🇬🇪საქართველოში ქვიშისა და ხრეშის მოპოვებაზე მოსაკრებელი გაიზრდება
ცვლილებების თანახმად, ხრეში-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სამჯერ იზრდება და 0,2 ლარის ნაცვლად 0,6 ლარით განისაზღვრება.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ გაზრდილი მოსაკრებელი ხელს შეუწყობს რეგიონული ბიუჯეტების შემოსავლების 3-ჯერ გაზრდას. კანონპროექტი ძალაში შესვლისთვის სამი მოსმენით უნდა იქნას მიღებული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი იყოს.
Показать ещё