მიყვარხარ ჩემო სიცოცხლით სავსევ შენ სილამაზით ბუნებას ავსებ ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე შენ ჩემ გულს იცი?დღითიდღე ავსებ რომ გამოაჩენ მაგ შენ გიშრისფერ მაგ შენ გიშრისფერ ბრწყინვალე თვალებს და გადამიშლი შენ გადამიშლი ამ ჩემ გულს და თან სიცოცხლით სავსეს გულში ჩაგიკრავ ყოველ წუთს პატარა ალბათ შენ მკითხავ,რატომ და რისთვის ამ გულმა ბევრი დარდი ატარა მხოლოდ შენთვის და არა სხვისთვის. მე ხომ მიყვარხარ სულს ვდებ ამ ლექსში გრძნობებს გადმოვცემ ამ ციცქნა ტექსტში მე შენ დაგიწერე ლექსი ლამაზო ცხოვრება მინდა,რომ გაგილამაზო
***ალუდას ხსოვნას** დიდია ცხოვრების ბილიკი უნდა გავლიათ სწორადა, დიდი ვაჟკაცი დავკარგეთ ვიგონებთ მის სულს ხსოვნადა, ნათელში იყავ ალუდა ბუნებაც შენსთავს დასტირის, კლდეშიგით ქვიან კოშკები შენსად საფიძვლად დაგიცდის, ხევსური იყავ სულიერ რასაც შანატრის ქვეყანა, შენი სიკვდილის გაგება ზედ გულზე შემომეყარა, შენ ხმა მოაკლდა სამშობლოს მიწას სადაც გაქვს ნავალი, იმ ქვეყნად ღმერთმა გადიდოს აროს ყოფილხარ ჯაბანი, მეც ხევსურივარ შენსავით მიყვარს მთა კლდეში ღრეობა, ყველას შენსავით ეცოცხლოს არ დაეკარგოს მეობა, დიდი დატოვე სახელი უყვარდი მტერსაც ტიალსა, ბევრი დატოვე მოძმენი შენთვის ხვდებოდნენ ტყვიასა, უფალმა სული გიწმიდოს ზეციურ სასუფეველში, ჩვენკი აქედან დაგლოცავთ სანამ სისხლ გვიჩქეფს ვენებში.
** უბრალოდ ** სიჩუმე მიყვარს ჩვენი სიჩუმე ასე უბრალოდ რომ შეგვეჩვია, მე დარდიც მიყვარს ის ცოტა დარდი დიდი ხნის წინ რომ გადამეჩვია, ასე უბრალოდ მრავალი მიყვარს ცუდი იქნება თუ ცოტა კარგი, მთავარია რომ სწორი გზით ვცხოვრობ მთავარია რომ ეს მე ვარ ნაღდი, უბრალოდ რთულია ცხოვრებას შევეჩვიო ალბათ ცხოვრებასაც თავიდან უჭირდა, უბრალოდ მიჭირს ცოდვა ავიკიდო ჩემთვის სიკვდილია და ეს არ მინდა, მე რათქმაუნდა მოგეფერებით როგორც არ უნდა მიჭირდეს რამე, მე რათქმაუნდა ჩაგეხუტებით დიდი სასმისით თქვენს ჭირსაც დავლევ, უბრალოდ ამიტანეთ ასე როგორც ვარ ასე გიყვარდეთ ნაღდი და უბრალო, ეს ყველაფერი მთლად ვერ გადმოგეცით ესეც ჩვევაა ჩემში უბრალო..
**სიზმარი** ერთ დღეს ქუჩაში მოხეტიალემ მარტო-სულივით დარდებს ავყევი, ვფიქრობდი ზეცავ შორს გამიტაცე შემდეგ კი ქუჩებს ჩუმად ჩავყევი, არც გადაღლილი მაგრამ დაღლილი სულ დაბნეული ვუცქერდი სახლებს, გვერდით ვიღაც მედგა როგორც აჩრდილი ვფიქრობდი ალბათ დამიგებს მახეს, არდაგიმალავთ მაშინ შემეშინდა მივხვდი რომ ძლიერ ავყევი დარდებს, თბილ მოგონებებს ხაზი გავუსვი და ვიშორებდი ნელ-ნელა ვარდებს, ახლა ინტერესიც გაგიღვიძეთ ფიქრობთ რა ვარდებზე საუბრობსო, ჩემმა სიყვარულმა მიმატოვა მისი ჩახუტება ვეღარ გამათბობსო, ქუჩას დავუთმე თეთრი ვარდები მაგრამ ნელ-ნელა ყველა წითლდებოდა, ბევრი დამინთია მისთვის სანთლები ალბათ რატომღაც ამას ვერ ხვდებოდა, მოკლედ ასე ვიტყვი უცებ ჩემს გვერდში აჩრდილის ნაცვლად გოგონა გაჩნდა,
** **♥♥♥** ** გოგო თვალები დამანახე მთის წყაროსავით ანკარა, თავს არ მოგაბეზრებ უბრალოდ შეგხედავ მომწონს ეგ თვალები ნაზი და პატარა, გოგოვ წამწამები დამანახე შენს თვალზე ცრემლებს რომ გაუთელია, ნეტავ დამანახა შენს გულში გრძნობა ის გრძნობა მაგ გულს ვისთვის უთევი, იცი რას ვფიქრობ? მინდა ჩაგეხუტო მინდა მოგწმიდო მაგ თვალზე ცრემლი, მინდა გავამართლო შენს გულში გრძნობა, მინდა გაჩუქო სითბო ალერსი, ვერ გამოვტყდები არ მყოფნის ძალა მაგრამ ფიქრები აღარ მასვენებს, ეს სიყვარული დარდით რომ დამაქვს ვით წვიმა ქუჩებს ისე მასველებს, ნუთუ გადმოვდგა ნაბიჯი შენსკენ გადავირჩინო ეს ჩემი სული, ათას ფიქრებში ჩაძირული ვარ ხედავ მაგიჟებს ეს სიყვარული, მინდა მოვიდე და მინდა დაგიფიცო მე ჯერ შენსავით არვინ მყვარებია, მე
♠♦♣♦♠ ჩვენი ცხოვრება წააგავს თამაშს ზოგი ამტკიცებს თამაში არისო, კამათელივით გაგორებული ცხოვრება წყვილზე თამაში არისო, მაგრამ მე კიდევ პირიქით მგონია რადგან არ შევჭრილვარ არასდროს როლში, ჩემი ცხოვრება არ გამიცვლია მე არც პოკერში არც დომინოში, მე განა ახლა ვინმეს ვამტყუვნებ ყველას თავისი ცხოვრება თელავს, ყველას თავისი სატკივარი აქვს ზოგი საერთოს მაგარს უბერავს, ნეტა გამარკვია რისკს რას ეძახით ბანქოს მაგიდაზე კარტების გახსნას? რისკი ცხოვრებაა, მთელი ცხოვრება ნუ შეადარებთ ნურასდროს თამაშს, ჩემი ცხოვრებ მე ავირჩიე წესებიც ჩემია მე ის არ მზარავს, ჩემი სიცოცხლე ღმერთმა მაჩუქა ვერ შევადარებ ეშმაკის თამაშს, თუკი უფალმა ცხოვრება მოგცა და დაგანახა სიცოცხლის ხაზი, აწი ცხოვრებზე თამაშს ნუ იტყვი არც
***ხუცესის ფიქრები*** ღამემ მომისწრა მთვარეო ფიქრებს გაგანდობ საუბრით, ბევრა სიკეთეც მიქნია ნუროს მომიწყენ ნაუბრით, ცხოვრება მთებშიგ გავლიე ბევრას მოვესწარ ლხინადა, ბევრშიგით ცრემლიც ავრიე ქოც ბევრ მინახავს ჭირადა, საკლავებს ვკლავდი ხატშია სალოცავს თაყვანს ვუგებდი, ჩვენსას გარდაცვლილ ვაჟებსა სახელად ტაბლას ვუდებდი, დოღსაც ვმართავდი საგონად ჩვენ წინაპრების სახელზე, მოსაგონარიც შამისვავს სანთლებ ჩამქვრალა ხატებზე, ცხოვრება ასე გამივლავ არაც დავაკელ წერასა, მთვარეო შენთან საუბარს გულით ვაგრძელებ ვეღარა, არად შავარცხვენ ჩემ რჯულსა თუნდ ტყვიამ დამჭრას მკერდშია, ხუცი ვარ ხუცად მომაკვდავ ჩემს ლამაზ ხევსურეთშია, ახლა ვასრულებ საუბარს მთვარეო შენაც ილევი, სხვადროსაც გავისაუბრათ კვლავ ბერ მაწ
***სამშობლო*** სამშობლოზე ვარ შეყვარებული ჩემი წადილი ჩემი მიწაა, ჩემი ბუნება ველად გაშლილი ჩემი მთები და ნათელი ცაა, ჩემი არსება სულის სიწმიდის აქ ვპოვე აქვე დავტოვებ ქვეყნად, ჩემში სიყვარულს მოჰფენს ქართული ეს ყველაფერი გადმომაქვს ლექსად, ვაჟკაცს არ შვენის ქალის მანდილი თუკი ჭიუხვში მუხლ უდრეკია, ის უნდა იყოს მხრებში გაშლილი მისი სამშობლო ქვეყნად ერთია, გაზაფხულს ია თუ დაამშვენებს ზაფხულს ნათელი ჭრელი ფერები, მე საქართველოს წყურვილში კარგო ბევრი დავწერე ნაზი ბგერები, მთები რომლებიც მწარედ ებრძვიან საუკუნეებს დღემდე წაუშლელს, მათ თავზე კოშკებს კვლავ მოუნახავ ხელით ნაშენებ ურყევ საფუძველს, ჩემი სამშობლო ქვეყნად ერთია როგორც უფალი ჩვენი მშობელი, მისი მფარველი მხოლოდ ღმერთია ჩვენთვის არა
Показать ещё