საუნჯე Saunjeგვერდი მოწონებულია · ახლახანს · “ლმობიერო, სათნოვ, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველო, ცოდვებისა მიმტევებელო, მასწავლებელო მოთმინებისა, მზიდველო მძიმე ტვირთისა, მტერთა მოყვარულო, დასაბამო ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, – სულის იდუმალი ძალები შენსკენ ისწრაფვის! მტრის კლანჭებში დაეცა სული, დაჩლუნგდა გონება. გალიაში მოყვასის სიყვარული დაგავიწყდდა. უღიმ-ღამო ცხოვრებაში ფერი დაეკარგა მშვენიერებას. გვედრით უფალო, გაგვწმინდე ბასრი ხმლით. გესლიანმა დამცინავმა ენამ დასწვას ღონემიხდილი ჩვენი სხეული. იობის მოთმინების წილ მოგვეც თავგანწირული მტრის სიძულვილი სამსონისა. მრისხანე იყავ ლაჩარ მონისადმი. სიცოცხლით დაგვათრგუნვინე სიკვდილი. ნუ შეგვაწევ ცოდვას. მოგვმადლე ძალა ზე აღდგომის
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
რა არის აღდგომა? – აღდგომა ეს არის სიმართლის გამარჯვება უსამართლობაზე. ეს არის სიხარულის გამარჯვება მწუხარებაზე. სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე. სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ეს ყველაფერი ხელშესახები გახდა მოციქულთათვის და ეს ყველაფერი ხელშესახები გახდება ჩემთვისაც. ადამიანი დაიბადა ბედნიერებისათვის. თუ ჩვენ ვიცხოვრებთ სწორად, გააზრებული გვექნება ცხოვრების საზრისი, რომ არ ვიყოთ „არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე“, რომ „სამყაროს ვუყურებდეთ მაცხოვრის თვალებით“, მაშინ ჩვენს გულში იქნება მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, გვექნება ყოველთვის მასთან ურთიერთობა, ვიქნებით მარად გახარებულნი. ეს იქნება ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და ვიქნებით ბედნიერნი – ამისათვის დავიბადენით. ქრისტე აღდგა! დეკანოზი თეოდორე
Показать ещё