საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და კახეთის გუბერნატორი - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
  • Класс
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სათათბიროს წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დეპუტატის ჩამოსვლა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა, ამავდროულად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერია, ეროვნული ღირსების შემლახველია. ქვეყნის პირველმა პირმა, გავრილოვის მიერ საქართველოს საზღვრის უპრობლემოდ გადალახვის გამო, შსს მინისტრი გააკრიტიკა და მას დაკავებული ახალგაზრდების განთავისუფლებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.
Показать ещё