ვის უჭერთ მხარს?
მუსიკა, ტექსტი, არანჟირება - ბერო (დავით ბერიძე) რად გამირბიხარ ქალაუ, გულს რად მიკოდავ მზერითა, თვალსა მჭრი და გონს მიცდუნებ, მაგ შენი ბაგის ფერითა. შორიდან მიცქერ მცინარი, ახლოს კი არ მეკარები, ერთხელაც გნახავ მძინარეს, და ჩუმად მოგეპარები. მის.: ეგ შენი ღიმილი ჩემთვის დარია, ამდენმა სიშორემ სულ გადამრია, მსურს ხელი მოგხვიო, ჩაგიკრა მკერდში, და მთელი ცხოვრება შენ მყავდე გვერდში. წამოდი ქალაუ, წავიდეთ მთებში, ნამიან გვირილებს ჩაგიწნი თმებში, და მკერდით გატარებ ამ ჭიუხებში მინდა რომ ეს გული გაჩუქო შენ. http://www.youtube.com/watch?v=IVlmbRuUSzA
მაგ თვალებს მაგ წარბებს მაგ თმათა დალალებს ძილის წინ ვიღაცის ფიქრებით ნაწამებს მოვტაცებ სიყვარულს ყორნისფერ დალალებს ჩემს ფიქრებს ღამით რომ სასტიკად აწამებს იქნებ დამეთანხმო, ამასაც გისურვებ ჩიტის რძეს მოგართმევ თუკი შენ ისურვებ სიყვარულს გაგიშლი და შენ შიგ იცურებ შენ მყავდე კარგო და ყველას შევიძულებ . კოხტა სახლს აგიგებ არაგვის ნაპირზე რომ მოხვდეს შხეფები ლოდების აივანს სიყვარულს მოჰკრეფდეს სხივებით, როცა მზე ჩანჩქერში ანცობით შიშველ ტანს დაიბანს. ჭიუხში ჯიხვს მოვკლავ და მხრებით მოგიტან სახსოვრად ლამაზ რქებს შენს სახელს დავაწერ გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ ბოგირთან და კლდეზე ცივ წყაროს მშრალ ტუჩებს დავაწებ. წავიდეთ ხომ ხედავ ცხოვრება ქარია მეორედ ვერ ნახავ უკეთეს არჩევანს
"დე იცი??? ტკივილი არ ქრება... სხეულებს გაყინულს არ შველის ღუმელი... იცი? რომ (ღარიბად) ჩაცმულმა ხეებმა, მოიხმეს აპრილი, და წვიმის სურნელი.... დე იცი??? მეც მტკივა (ხანდახან) ტკივილი მაციებს, სულის და სხეულის.. გამყიდეს კაპიკად, არა მაქვს შენდობა, არა მაქვს ბრალი და არავინ მენდობა... დე იცი? ზამთარი რომ წავა... გაზაფხულს მოიყვანს უფალი მალევე.. გაივლის ვიღაცის ნაბიჯი მშრალ თოვლზე.. წვიმები წაშლიან ნაკვლავეს მიწაზე.. დე იცი? ვოცნებობ ხანდახან.. შვებას მგვრის სიჩუმე და მთვარის სინაზე.. ვოცნებობ იმაზე, რომ კიდევ მოვიდეს, ზამთარი, ზაფხული.. ვიღაცის ჯინაზე... მოვიდეს ზამთარი, არ ვჩივი რომ მერჩის.. იქნება მე ვიყო.. მორიგი ის მგზავრი.. ვინც თოვლზე ნაბიჯებს დატოვებს ამაყად.. ვინც ცრემლით გადა
Показать ещё