Фильтр
არ გაბედო...
არ ეცადო, ჩემს სიყვარულს ხელი რომ ჰკრა,
არ გაბედო ,ზღვა მორევში გადამაგდო,
მიყვარხარო რომ გითხარი ნუ გგონია,
სიყვარულმა, მართლა ასე გადამადნო...

მე მიყვარხარ, არ ვუარყობ შენს სიყვარულს.
მაგრამ იცი მარტო შენ არ მყვარებიხარ,
მე ცაც მიყვარს, მიწაც მიყვარს, მზეც და მთვარეც,
ყველა ერთად ერთ დღეს შემიყვარებიხართ..

ნუ უარყობ, ჩემს სითბოს და ჩემს სიყვარულს,
სულერთია ვერსად პოვებ, ჩემებრ სულელს,
ჩემნაირად მხოლოდ მე თუ შეგიყვარებ,
და შენც იცი შემიძლია მხოლოდ მე ერთს...

უარს ეტყვი ჩემს სიყვარულს? შენ ინანებ,
მე რას ვკარგავ გავუყვები გზას მთვარისკენ,
ის მიმიღებს შემიფარებს მაღლა ცაზე
ჩამეკვრება მიალერსებს როგორც მსურდეს...
ლეილა მაჩაიძე...
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს
ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან, მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს
პირველ სიყვარულს...

Добавил фото в альбом

Фото
  • Класс
warmetebul da siyvarulit savse dges gisurvebt ♥♥♥♥♥♥
თვალებს ნუ დახრი უნდა ჩაგხედო , უნდა გიპოვო სევდის იარა , ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი , როგორც ჩემამდე ხმებმა იარა ; უნდა ვიპოვო ის მონატრება შენ რომ თვალები დაგიწყლიანა უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში და მოგიშუშო ყველა იარა .
Показать ещё