უზენაესი სასამართლო განაჩენის გადასინჯვის ზოგიერთ პირობას განმარტავს დღეს, 2012 წლის 11 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე (საქმე №39აგ-12). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (რომლისთვისაც მისჯილი ჰქონდა 12
Показать ещё