პეტრე პავლობას გილოცავთ მართლმადიდებლებო!
550496103316

marina xuchua

შენ და არავინ..... ზეცამ შეიხსნა სულის ღირკილო, ღრუბლის ქარაგმა უჩანდა გულპირს, სადა ხარ ჩემო სულის ღიღილოვ, რომ ემზეურო ნაწამებ სულხსნილს. .რომ სიყვარულის სიყვარულს ვცნობდე, რომ გულში მედგას გრძნობის აკვანი, ნატარებს ფრთხილად, ვერაფრით ვთმობდე, ძარღვებს ხეთქავდეთ შენ და არავინ.... ჩამოვჯექ, ზეცას მედგა თვალები, გული სანატრელს მთხოვდა აისებს, მოჰქონდათ შორით დანაბარები გრძნობებად აშლილ ვარდის მაისებს. და მეც მივენდე სულის ქარაგმებს, თვალს მოვაფარე გრძნობის კარავი, მიმღერდა სიო სულ სხვა არაკებს, სულს აღვიძებდით..... შენ და არავინ..... მარინა ხუჭუა 03 06 2015
  • Класс
550496103316

marina xuchua

რუს წმინდანთაგან, ალბად, ისე არავინ უყვარს საქართველოს, როგორც სერაფიმე საროველი.....შესაძლოა იმ სიტყვისათვის, საკუთარ სამშობლოს რომ დაუბარა,––––არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით...ამ მიწაზე მზაკვარი ანტიქრისტე ვერ გამეფდება და უკანასკნელ ჟამს საუფლო ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვაო....–––––წიგნიდან „საქართველოს იმედი“ ხელს ნუ ახლებთ ივერიას ივერია ღვთის წილხვედრი მიწაა და სალოცავი ქართველების წმინდა შუქით ნაფერები, ნალოცავი. საქართველოს ვინაც ებრძვი შუბი ღვთისკენ გიღერია, ხელს ნუ ახლებ, ხელს ნუ ახლებ, ხელს ნუ ახლებ ივერიას! სანთელს შუქი მოჰკლებია, მაგრამ მაინც იწვის თმენით, რადგანაც, რომ ღვთისწილხვედრი იწილხვედრებს მხოლოდ რწმენით. მრავალრძოლაგადატანი
  • Класс
550496103316

marina xuchua

„ჩემო კარგო ქვეყანავ“......... ჩავიდა მზე და შემატოვა ფიქრებით მთვარეს, წამოვიზლაზნე, ავუყევი ფიქრიან ზეგანს, დამღლია მუხლი, უფერულობს ხვალისთვის ღამე, სიცოცხლეს ხრამში გადაჩეხილს სიკვდილი ფერავს. სისუსტეს ყელზე დაკიდებულს ვპოტნი ფრჩხილებით, ხარხარებს ეშმა, იბზარება სადღაც კედლები, გაბმულ თოკივით ქანაობენ სულში რითმები, იუდანაჭამ ცეცხლის ალში კრთიან მითები.. სად უსახური სახიერობს, გაშლილ სუფრაზე ტარტაროზები სადღეგრძელოს ყანწებით სვამენ, უშნო ნიღბებით ლექსაობენ მაღლა უფალზე, უსინდისობის სინდის ქეჯნას ქილიკით რწყავენ. უსულო გვამებს აუვსიათ ბნელი ქუჩები, გზა ბილიკები დაუფარავთ ურწმუნო თომებს, უიმედობას შეუპყრია ციხე ბურჯები, მბჟუტავ კვარივით გულში კლავენ გარდასულ ომებს. მხოლო
550496103316

marina xuchua

„თავ სინანული სჯობია“...... სიკვდილმა მითხრა მოველი, ცოცხლალ დამთავრდა სავალი, შეირგე ვეღარ ყოველი, სიმშვენიერე მრავალი. სიკეთის ბოროტ დებულით უძღებ სიმაძღრით დიოდი, შენი ვალ დავიწყებული უჭიროს საჭირ ჩიოდი. ახლაც არ გვიან ნანობა ლოცვით უწამლო სულეთსა, სინანულ თუ არ წყალობა, სამყოფელს ჩაგიკრულებსა. გზაზე ვეზირნი გამოჩნდნენ, მიწას გაჰქონდა კანკალი, სიკეთით ნათეს ხოდაბუნს შემოკლებოდა სამკალი. სიკვდილს შავსთხოვე სიტყვაი, შვილებთან დასატოვარი, არ მეყო რაც ვქმენ სიკეთე, გზებ დამხდდა დანათოვარი. ჩემგან ნავალი ბილიკი, მაგალით გახდეს მდოვარნი, ყველა თვის სამკალს მოიმკის, არ ცხონდის ბოროტ მსტოვარნი. თავს სინანული სჯობია, კეთილსა სთესდეთ მოვალნი, სიყუარულნ ღმერთის ტოლია, სიკეთე სანთელ მთოვარნი. მ
550496103316

marina xuchua

მაისი მოდის მოდის მაისი ვარდობის თვის სიდარბაისლით, მოდის და მოაქვს სიყვარულის ნაზი სურნელი, ცვარ მარგალიტი ვარდის ფურცლებს ფურცლავს ხალისით, სიყვარულს უხსნის მაისის ცას ცელქი ღრუბელი. შენთან მოვდივარ სიყვარულის ფიალით სავსე, ეს მაისობა სადღეგრძელოდ მინდა დავცალო, შენი სამყარო ჩემს სამყაროს ფერებით ავსებს, ამ ვნებიან დროს სიყვარული როგორ დავფარო. მოდი, გნებდები, ეს მაისი ვაჩუქოთ განცდებს, მაოდი, ვარდობას ვუსახსოვროთ ვარდის ფერები, რაც უნდა ვმალო, ეგ თვალები უტიფრად მამხელს, დახუჭე თვალი, მეც თამამად მოგეფერები. ნუ გაიკვირვებ, სითამამე მაისმა მომცა, ჰოდა მაისებს დავაბრალოთ, ვიქცეთ ფერებად, მოდი, დავლიოთ სიყვარულის მაისში მოსვლა, ჩავუწვეთ მაისს და მაისიც მოგვეფერება. შენთან მოვდივარ სიყვარული
550496103316

marina xuchua

ასინათი ზღვის მოლივლივე სხეულს ამბორად დააკვდა სხივად მზის ათინათი, მაღალ ფეხებზე, თეძოს ტაატით, გასჯიბრებია ზღვას ასინათი. გარუჯულ სხეულს, ვით პოდიუმი, მოჭუტულ მზერით იხვრეპს ნაპირი, არ იყო შორის ადლი, დიუმი, და იყო წამში წამი ვამპირის. ასინათი კი მზეში ბრინჯაობს, ნაპირთან ტალღა ჭორად იცლება, ვისი სული გსურს? თვალი მკითხაობს, ქალი კი ნაპირს მშვიდად მიყვება.... მარინა ხუჭუა 27 04 2014
550496103316

marina xuchua

გაბრიელ ბერი–„ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე“ მე ვინ ვარ... დამყვები ფეხდაფეხ, ფიქრების მეგზურად, სიკეთის მარცვალი ნახნავში ჩამიგდე, კალიას უფლობდი, სიმდიდრით მეფურად, რადგანაც ცთუნება თვალთაგან განრიდე. იბრძოდი, ებრძოდი შინაგან ვნებათა, წუთითაც არ დათმე მდაბლობის უნარი, გაუძელ ხორციელ ტკივილებს ღელვათა, სულიერ მწვერვალებს ეტრფოდი მდუმარი. კურთხევის გარეშე გაკადრე სიტყვა და ჩამიკარ მხურვალედ ნუგეშის საცემად, ცოდვა მაქვს იმდენი, რომ ვიყო მშვიდად და არ მეყოს დღეები მუხლებზე დაცემად. თუ შენს თავს, ცოდვილად რაცხავდი მოყვასო, მე ვინ ვარ, უცოდვის ვატარო სამოსი, სინათლით, რომ შენით, ცოდვები მოგვბანო, მლოცველმა მოირგე საქმენი სალოსის. სინათლედ მიმიძღვი, ორჭოფის ბილიკებს გამჭოლი
550496103316

marina xuchua

ვინა ვარ რა ვარ სიყვარულისთვის ჩამქოლავენ ვიცი მოშურნე, სიკეთისათვის ვიცი ყულფებს გამინასკვავენ, ჯვარზე გაკვრისთვის იქნებიან ბევრნი მოსურნე, ნაფიქრ ნალოცევს ეკლიანით ჩამიფარცხავენ. შავი ფერები ბატონობს და ითრევს სამყაროს, მონსტრების გროვა ანადგურებს ყველა საჩინოს, ერთი მოკვდავი თუნდ ახლავე ცოცხლებს გამყაროს, ნაპერწკალს ვეძებ, რომ სიცოცხლე გადავარჩინო. ვინა ვარ რა ვარ, გამოხრულ მუხის ერთი ფოთოლი, ჭინჭველასხელად არ ვაჩნივარ მიწას ნაგვალავს, არ კვდება მაინც ეს იმედი ხვალის მომგონის და სტრიქონ სტრიქონ ვანაწილებ ცრემლებს ნაპარავს. ფართხალებს აზრი, უფსკრულია კარში ვეება, მივდექ მოვდექი ვერსად ვნახე ხიდი ვერსაით, გრგვინავს ვეშაპი, როგორ მინდა ბრძოლად შევება, ნეტავ გიორგის ეშინოდა მაშინ ჩემსავით? მა
550496103316

marina xuchua

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო არა მარტო ასურელ ქრისტიანებს და არა მარტო ქრისტიანებს, არამედ ყველა მსხვერპლს განურჩევლად რელიგიისა, განსაკუთრებით კი უმანკო ბავშვებს, რომელთა ნატანჯი სულები შველას ითხოვენ დარჩენილთა გადასარჩენად ...... შეჩერდით! შეჩერდით! ხოცავენ, უმანკო სიცოცხლეს გვაცლიან, ზეიმობს ბოროტი, ზეცამდე ასული, ნუ მოგვკლავთ... არ ესმით... და ტყვიებს ახლიან... წაკვეთილ თავებთან ხარხარებს ავსული. სატანის კარებთან „განწმენდის“ დროშებით რიგდება მედლებად ბავშვების სხეული, დაშრეტილ თვალთაგან, ნატანჯი ცრემლები, რწმენით და უფალით ყველასგან რჩეული. ხოცავენ ქრისტიანთ, აქ არც სხვებს ინდობენ, ერგება სიცოცხლე საჩუქრად „ რჩეულებს“, სამყაროს ბოროტი სულებით ქიშპობენ, წაჭრილი თავები ეძებენ ს
Показать ещё