ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო

სალათი ”ვინეგრეტი
მასალა: კარტოფილი 500გრ. ჭარხალი 300გრ. სტაფილო 2–3ც. ხახვი 2–3 თავი ოხრახუში (პეტრუშკა) 1 კონა მჟავე კიტრი (პიკული) 2–3ც. ბარდა 100–150გრ. მარილი და მზესუმზირის ზეთი (ან მაიონეზი) გემოვნებით. მომზადება: კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო მოვხარშოთ, გავაცივოთ ცივ წყალში და დავჭრათ წვრილად კუბიკებად, დავამატოთ ასევე წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, ხახვი, ოხრახუში, ბარდას გადავავლოთ ცხელი წყალი, შემდეგ გადავწუროთ და ჩავყაროთ მასაში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მზესუმზირის ზეთი და ავურიოთ.
სალათი ოლივიე
მასალა: კარტოფილი 500გრ. კვერცხი 5–6ც. სტაფილო 3–4ც. მჟავე კიტრი (პიკული) 3–4ც. (ან ჩვეულებრივი კიტრი 1ც.) ბარდა (გაროხი) 250–300გრ. მწვანე ხახვი 3–4ც. (ან ჩვეულებრივი ხახვი 1–2 თავი) მაიონეზი 150–200გრ. კამა, ქინძი, პილპილი და მარილი გემოვნებით. მომზადება: კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ, გავაცივოთ ცივ წყალში და დავჭრათ წვრილად კუბიკებად, დავამატოთ ასევე წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, მწვანე ხახვი, ქინძი, კამა, ბარდას გადავავლოთ ცხელი წყალი, შემდეგ გადავწუროთ და ჩავყაროთ მასაში,
სალათა "გვირილები"
მასალა: 3ც. მოხარშული კვერცხი 2ც. სტაფილო 2ც. კიტრი 2 საშუალო თავი ხახვი 1 ქილა კონსერვირებული ორაგული 150გრ. ბრინჯი მაიონეზი, სალათის ფურცლები, კამა და მარილი გემოვნებით. მომზადება: მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში. სტაფილო გახეხეთ მსხვილად და მოშუშეთ ცხიმში. პირველ რიგში სალათის ფურცლები დაალაგეთ ჭურჭელზე, რომელზეც სალათს ამზადებთ, დააფინეთ მოხარშული ბრინჯი და მოასხით მაიონეზი, მეორე ფენად ორაგული და ისევ მაიონეზი, შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი-მაიონეზი, სტაფილო-მაიონეზი, წვრილად დაჭრილი კიტრი-მაიონ
Show more
About group
ქართული სამზარეულო
Administrator: