Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Assassin’s Creed III — კომპიუტერული მოქმედებით-სათავგადასავლო მულტიპლატფორმული თამაში, რომელსაც ქმნის Ubisoft Montereal-ი პლატფორმებისთვის: Xbox 360, Play Station 3, PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის 30 ოქტომბერს[1][2]. წინა ნაწილებისგან განსხვავებით აქ გვხვდება ახალი მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი — ამერიკის შეერთებული შტატები[3]. ახალი პერსონაჟის ისტორია მთავრდება ამავე ნაწილში, ამის გარდა ამ ნაწილში მთავრდება დესმონდის ისტორიაც. Ubisoft-მა აგრეთვე განაცხადა, რომ თამაში იქნება უფრო დიდი (მრავალ მხრივ; სიუჟეტი, თამაშის სივრცე და სხვა). მოქმედება მიდის XVIII საუკუნეში.