dadetmagar

NiNi)))

ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 15 17-08-2012, 00:30. ავტორი: -Patara Cremli დილით ადრე ავდექი, ყველაფერი მოვამზადე რაც დღეისთვის მჭირდებოდა, უკვე ყველაფერი მზად მქონდა, მხოლოდ ისღა დამრჩენოდა ჩემი ლამაზმანისთვის დამერეკა... ტელეფონი ამოვიღე მისი ნომერი ავკრიფე და დაველოდე როდის მიასუხებდა... ზარი გასული არ იყო რომ უკვე მიპასუხა... - ხო სიხარულო! - თათა ჩემო ლამაზმანო, როგორ ხარ? - კარგად შენ? - მეც, მაგრამ უფრო კარგად გავხდები თუ მნახავ! - კარგი დავფიქრდები... - გოგო! - რა? - ეხლა ჩუმათ და მალე ჩაიცვი, სპორტულად ოღონდ! - კი მაგრამ სად მივდივართ? - ეს უკვე ჩემი საქმეა! - სურპრიზები არ მიყვარს! - მე მიყვარს! - მე შენ მიყვარხარ! - მე კიდე შენ! - მაბედნიერებ... - შენ მე, მალ
  • Класс
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (დასასრული) 14-06-2013, 21:57. ავტორი: lullaby *** ერთადერთი რამ მრჩებოდა სიზმრისეული გეგას რეალურთან გასაიგივებლად. ეს იყო შრამი მუცელზე, რომელიც მის სხეულზე ფანჯრიდან გადაძრომისას დავინახე, როდესაც თითქმის შიშვლები ვიყავით. შრამის არსებობის გადამოწმებაზე არც კი ვფიქრობდი. ეს ხომ შეუძლებელი იყო? თუმცა არარეალურიდან რეალურს იმდენი რამ დაემთხვა, რომ შრამის უნახავადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გეგა ონიანი, რომელიც ჩემგან მოშორებით იდგა და თვალს არ მაცილებდა, ჩემი გეგა იყო. მისი პროფესიის სიზმრისეულთან არდამთხვევა კი, სულაც არ მაბრკოლებდა გეგასთან ურთიერთობა მქონოდა, მით უმეტეს, რომ ძაღლებს ისედაც ვერ ვიტანდი. *** წვეულება არც ისეთი პატარა იყო, როგორც წარმომედგინა. მა
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (18) 11-06-2013, 14:19. ავტორი: lullaby *** თვალები გავახილე და სხეული გავშალე, მაგრამ საწოლიდან არ ავმდგარვარ. ბალიშს ხელები მოვხვიე, მოვიკუნტე და წუხანდელი ღამე გავიხსენე… “- ამოცანა ხარ, რომლის ამოხსნაზე მუშაობაც მსიამოვნებს.” - მითხრა გეგამ. ამოცანად ყოფნა ცუდი არაა, მით უმეტეს, რომ ვიღაც შენს ამოხსნას ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აინტერესებ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამოცანა, რომელსაც ვერ ხსნი, მომაბეზრებელი ხდება. სწორედ ეს უკანასკნელი ვარ მე. გეგასთვის საინტერესო ალბათ იმ უცნაური კითხვების გამო გავხდი, რომლებიც მასთან დავსვი და რომელთა გამოც წუხელ წავიჩხუბეთ. გეგას ჰგონია, რომ ამოცანას ამოხსნის, ანუ ჩემი უცნაური საქციელის მიზეზს დაადგენს, ეს კი არ მოხდება. გ
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (17) 8-06-2013, 14:07. ავტორი: lullaby *** ვახშამი ძალიან მშვიდად და ლამაზად გაგრძელდა, მიუხედავად ჩემი სარისკო საქციელისა. კერძი გემრიელი იყო, წითელი ღვინო კი, რომელმაც ოდნავ მომთენთა და შემამსუბუქა, არაჩვეულებრივი. გეგა დესერტის შეკვეთას აპირებდა, რომ ჩვენს მაგიდას ვიღაც მოუახლოვდა და ბიჭს მიმართა: - გეგა?! როგორ ხარ? - ვაა, გიო? - წამოდგა გეგა, ბიჭს ხელი ჩამოართვა და მოეხვია. - არამიშავს, შენ როგორ ხარ? - ძველებურად. დიდი ხანია შენზე არაფერი მსმენია. რატომ დაიკარგე ასე? - გაიღიმა გეგას ნაცნობმა. - სამსახურის ბრალია. აქ მარტო ხარ? - თვალი მოავლო გეგამ დარბაზს. - არა, გაბოსთან და ნაიასთან ერთად. თავისუფალი დღე გვქონდა და განტვირთვა გადავწყვიტეთ. - ხო მართლა, მეგ
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო? (16) 5-06-2013, 21:34. ავტორი: lullaby *** - ხომ არ დავაგვიანეთ? - ვკითხე ვაჟას, როცა ის მანქანის დასაყენებელ ადგილს ეძებდა. - არა, ნახევარი საათით ადრე მოვედით. შენ წარმოიდგენ, რომ მე აქ დავაგვიანებ? - გადმომხედა სიცილით ბიჭმა. - ვაჟა, მოტო-რბოლებში ისევ ხარ? - ჰკითხა მას მანქანის უკანა სავარძელში მჯდომმა თეონამ. - კი, მაგრამ მხოლოდ სამოყვარულო შეჯიბრებებში თუ გავალ გასართობად. დიდი ხანია თასისთვის არ მიბრძოლია. - მეგი, გახსოვს ვაჟამ ნათიასთვის რბოლებზე “სპექტაკლი” რომ მოაწყო? მაშინ როგორ შემეშინდა. მეგონა მართლაც მოუხერხებლად დავარდი და თან გამიკვირდა შენგან ეს შეცდომა. - ხო მართლა, ნათია როგორაა? - ვკითხე ბიჭს. - შენი დაბადების დღის შემდეგ არ მინახავს. - ნიუ-ი
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?!(15) 2-06-2013, 19:55. ავტორი: lullaby *** დღეები ისე ნელა მიდიოდა, რომ საათის ისრების მოძრაობას წყობიდან გამოვყავდი. მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როცა გეგას ვნახავდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი მის არსებობაში. დავიწყე იმასთან შეგუება, რომ თავი უნდა მომეთოკა და მისთვის არ უნდა მეკოცნა. მართალია, მე მას ვიცნობდი, თუნდაც არარეალურად, მაგრამ მაინც და შეჩვეული ვიყავი მისთვის მოურიდებლად ცქერას, საუბარს, შემეძლო პირველი, თუმცა არარსებული, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი და მთელი სხეულით განცდილი კოცნა, მეორედ, ამჯერად ჩემი მონდომებით გამემეორებინა. ხო, შემეძლო, მაგრამ ეს სიგიჟე იქნებოდა ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია გეგას ჩემთვის უარი ეთქვა. თუმცა ამაზე ფიქრი
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (14) 29-05-2013, 20:04. ავტორი: lullaby *** მისი დანახვისას გულმა შიგნიდან იმდენად ძლიერად მიბიძგა, რამის მუხლები მომეკეცა. ურეაქციოდ, უემოციოდ, გაოგნებული შევყურებდი გეგას თვალებს, გეგას ცხვირს, გეგას ბაგეებს, ვარცხნილობას და მთლიანად სხეულს. ნუთუ ეს მზგავსება იყო? მაგრამ ასეთი? ნეტავ ასე რატომ მიყურებდა? ნუთუ მიცნობდა? კი, მარამ საიდან? - გამარჯობა, შენ ალბათ მეგი ხარ ხომ? გეგას ხმა! რა მჭირდა კი მაგრამ? მე ხომ არ მეჩვენებოდა, მე ხომ კომიდან უკვე ორი კვირის გამოსული ვიყავი? ბიჭს გაეცინა. მაშიღა მივხვდი, რომ სულელივით ვიდექი. როგორმე უნდა ამეყვანა თავი ხელში, რომ მისთვის პასუხი გამეცა, თორემ ალბათ უკვე იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებდი მის თვალში. - დიახ. - ჩავილაპ
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (13) 27-05-2013, 10:11. ავტორი: lullaby *** ათ დღიანი წამების შემდეგ კი როგორც იქნა საავადმყოფოდან გამწერეს, მაგრამ თან რამდენიმე დღიანი წოლითი რეჟიმი და წამლების მრავალფეროვანი სია გამომაყოლეს. სახლში დაბრუნება თავიდან დაბადებას ჰგავდა. ჩემს ოთახში შესვლისას პირველად ის გამახსენდა, როგორ ვნატრობდი სიზმარში ტყეში სიარულისას ჩემს ფუმფულა საწოლს და რადგან წოლაც აუცილებეი იყო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივაშურე მას. დედას ვთხოვე რამე გემრიელი მოემზადებინა ჩემთვის. ჩემმა მონდომებამ ნანა გაამხიარულა. მანამდე კი საწოლზე მიწოლილი ექიმის ნასწავლ ფეხის ვარჯიშებს ვაკეთებდი. ტკივილი თანდათან ნელდებოდა და ჩალურჯებებიც ფერმკრთალდებოდა. სახეზე დამჩნეული ნაკაწრების ზომაც თანდა
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (11) 23-05-2013, 17:57. ავტორი: lullaby *** ღამე თითქმის არ მძინებია მიუხედავად იმისა, რომ ღამე სიწყნარე იყო. ხეზე ღამის გათევა საშინლად მიჭირდა, რასაც ვერ ვიტყვი გვანცასა და თეოზე. ისე ტკბილად იძინებდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება ხეზე ჰქონოდათ გატარებული. ყველაზე მეტად კი გვანცასგან მიკვირდა. გეგა და თედო დაბლა მორიგეობდნენ და საუბრობდნენ. გეგა ამბობდა, დილით წყალს ჩავუყვეთ, ვნახოთ სადამდე მიდის, იქნებ გზაზე ან სოფელში გაგვიყვანოსო. თედომ ივარაუდა, თუ აქვე სოფელია, შეიძლება ეკლესიასაც შევხვდეთო. ბიჭები იმედს არ კარგავდნენ და მეც მშვიდად ვიყავი. მეძინებოდა, მაგრამ სისუსტით გამოწვეული შინაგანი ტკივილი თვალის დახუჭვის საშუალებას არ მაძლევდა. ვფიქრობდი წყაროსთან ნანახი
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (10) 21-05-2013, 12:16. ავტორი: lullaby *** ფოთლების შრიალმა გამომიყვანა ღრმა ძილიდან და თვალები გავახილე. თავი ხის ხავსიან ძირზე მედო და არაგეგას მკერდძე. გამიკვირდა ასე ღრმად ასეთ მდგომარეობაში როგორ მეძინათქო. წამოვიწიე და მოშორებით მდგარ გეგას შევავლე თვალი, რომელმაც ჩუმად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. გამეცინა და მზერა ჩემს ძმაზე გადავიტანე, რომელიც გულხელდაკრეფილი მიცქერდა. - თქვენ გაღვიძებას ველოდით, თქვენო ბრწყინვალებავ. დროა გზა განვაგრძოთ. - მითხრა მან. - ხო, აბა რა. - ჩავილაპარაკე, წამოვდექი და ხეს ავხედე. გვანცა და თეონა ქამრებს იხსნიდნენ. - საერთოდ თუ გავაღწევთ ამ ტყიდან?! - თქვა გვანცამ. - გავაღწევთ. მთავარაია, წრეზე არ წავიდეთ და პირდაპირ ვიაროთ. - უთ
dadetmagar

NiNi)))

ვინ თქვა ბოშები ტყუიანო? (9) 18-05-2013, 21:11. ავტორი: lullaby *** - თედო, ჯერ შენ ჩადი, რომ გოგოებს დაეხმარო, მხოლოდ ფრთხილად. - თქვა გეგამ. თედო ფანჯარაზე აძვრა, თოკს ჩაებღაუჭა და ნელა დაეშვა ქვემოთ. რამდენიმე წამში აივანზე დახტა და ხელით გვანიშანა ჩამოდითო. თოკი მთლად გრძელი არ იყო და დაახლოებით ორი მეტრი აშორებდა მიწას. თედოს შემდეგ გვანცა ჩავიდა, შემდეგ კი თეონა. ვფრთხილობდით, არ გვინდოდა, რომ ხმაური გამოგვეწვია. მე და გეგა ფანჯარასთან ნახევრად შიშვლები ვიდექით და ზემოდან ვუცქერდით, როგორ ჩადიოდა თოკზე თეონა. როცა ის ჩახტა, გეგამ გადმომხედა: - მიდი, შენი ჯერია წითელთმიანო. ფანჯარაზე ავედი და სანამ დაბლა დავიწყებდი ჩასვლას, დავინახე, როგორ დააკაკუნა ფრთხილად გეგამ კარზე და მაშინ მივხ
Показать ещё