ODESGAC DIDI YOPIALA SAQARTVELO

ODESGAC DIDI YOPIALA SAQARTVELO
SOFO WIKLAURI
20 Jan 2018
9 აპრილის გმირებს პირგაზაფხულო სისხლიანი დაგხვდა ქუჩები, მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან, არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები, არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა. გახსენი გული – სხვა თაობა მოდის ძლიერი! აახმაურე ჩანჩქერები, ბუკებს შემოჰკარ, როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები, თვითონ არ ნახე, ყვავილები როგორ შვენოდათ?! ფრინველებს უთხარ: – ცას მოედონ, როგორც მტრედები, თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი, ნუ ატირდები, უიმედოდ ნუ შეჩერდები, მოდის თაობა, გადარჩენის დღისთვის შობილი. როგ
Show more