592314497061

hajime hajime

Gauqmda Gauqmda

ერთადერთ ნიღაბს ვატარებ მხოლოდ მისი ტარება მტკივნეულია, ღიმილის უკან ცრემლების ზღვაა, ჰორიზონტზე კი სინანულია, შენს სიყვარულში ჩაძირულ სუნთქვას იცი, ტკივილის გზაზე უვლია, გულის გულში ხარ, იქ შენი ყოფნით ჩემი ცხოვრება არეულია, იცი რა მტკივა? რომ არც კი მიმჩნევ, თითქოს რაც იყო დაკარგულია, ვიცი დავიწყებ ახალ ცხოვრებას, მაგრამ, ჯერ ტკივილს არ გაუვლია, სულში ცრემლების ზღვა ისევ ღელავს, რადგან იქ შენი სიყვარულია, მტკივა ღიმილი, რადგან მის უკან, შენთვის გამსკდარი, ჩემი გულია...

Gauqmda Gauqmda

ლამაზო ღამევ! ჩვენ სამნი ვართ, მე შენ და მთვარე. თუმც უამრავი საიდუმლო ჩემი გაგანდე, მინდა შენც მითხრა და მომიყვე ის რაც გადარდებს. ბნელს შევაფაროთ, ეს გრძნობები, ჩვენ რომ გვაწვალებს, მე არსად გაგთქვამ, არ გაგამხელ, შენ არ გაბრაზდე. ლამაზო ღამევ! მოვკვდებოდი შენ რომ არ მყავდე, შენ რომ არ მყავდე, დღე გასაქანს, სულ, აღარ მძლევს. იეჭვიანა, თითქოს ჩვენზე იეჭვიანა, და გაიწელა, უსასრულო გახდა დაღლამდე. ლამაზო ღამევ! იცი მე შენ მგონი მიყვარხარ, შენ მომირჩინე ჩემი სულის ყველა იარა. დაგელოდები, ამ იდუმალ ფიქრთა კრებულით, და დავიცლები, მხოლოდ შენში ასე ეული. ლამაზო ღამევ! იცი მთვარე ძალზედ გიხდება, ეს ვარსკვლავებიც, თითქოს შენი გულიდან წყდება, და ამ ჩემს გულში, იმედებით ოცნებებს თესავს. ლამაზო ღამევ!

Gauqmda Gauqmda

როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, ხელს ნუ ჩაიქნევ, იმედი გქონდეს იცოდე, მუდამ შენთან არს ღმერთი! თუკი ცხოვრებამ მახე დაგიგო შენ ხარ პირველი და ერთადერთი?! ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, ყველგან, ყოველთვის არს შენთან ღმერთი! მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე და არ იცრუო სიტყვა არცერთი. მე კი გულწრფელად მინდა გისურვო მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი

Gauqmda Gauqmda

სიყვარულს ჰკითხეს... ვინ ხარ...? და რა ხარ...? ან რა გრძნობა ხარ ასეთი...? რა ფერისა ხარ...? რა სურნელი გაქვს...? რა ძალა შეგწევს მასეთი...? ვისთანაც ახლოს შენ გაიარე... ყველა მოწამლე მაგ სენით, არვინ დაინდე... ქალი თუ კაცი... ბრძენი, ჭკვიანი, თავხედი. შენ ხომ ასაკი არა გქონია, უბერებელი ყოფილხარ... არც კი კითხულობ შენი სტუმრობით... ვის რა სიურპრიზს მოუტან. დაუკითხავად სტუმრობა გიყვარს, ცოტა ნაგლიც ხარ... თავხედიც... მაგრამ თუ გულში ბინა დაიდე, უსაყვარლესი გახდები. შენ ამ ცხოვრების დიდი აზრი ხარ... სამყარო შენით ნათდება, სადაც სიყვარულს არ გაუვლია.

Gauqmda Gauqmda

არა, არასდროს არ ვიწუწუნებ თუმცა ბევრი რამ დამრჩა იარად მერე რა თუ ვერ გამიგო ბევრმა მე მაინც ვრჩები ადამიანად მეც ბევრჯერ დავშრი ბევრჯერ მომწყურდა შემომთავაზეს წყარო ზიარად მე ჩემი წყარო უნდა ვიპოვნო და ასე დავრჩე ადამიანად მე მოკვდავი ვარ ცდუნებებიც მაქვს ლანდით მჩრდილავდა ფრაზა ფრთიანი არ მაქვს არც ფული არც ჯილდო არ მაქვს არ მაქვს მაგრამ ვარ ადამიანი.

Gauqmda Gauqmda

უსიტყვოდ, მინდა გითრა მიყვარხარ, ხელშეუხებლად მინდა გეფერო. მინდა ვისწავლო ბულბულის ენა, რომ დღე და ღამე შენთვის ვიმღერო. მე მინდა ვიყო წყარო ანკარა, მაღალი მთიდან გადმომდინარე. რომ ჩემთან დაჯდე, თუნდაც ცოტა ხნით, და დაღლილს გზისგან, წყურვილს გიკლავდე. მე მინდა ვიყო მუხა ძლიერი, მქონდეს ტოტები აწვდილი ცამდე. და ამ ტოტების ნაქარგავ ჩრდილში, მზის სიმხურვალეს ემალებოდე. მე მინდა ვიყო ზღვა უნაპირო, მის შუაგულში შენ რომ ცურავდე. როცა ცრემლები თვალს მოგადგებგება, უმალვე ჩემი ტალღებით გბანდე. უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ, ხელშეუხებლად მინდა გეფერო, და თითო წამი ჩემი ცხოვრების, მინდა რომ მხოლოდ შენ შემოგწირო
Показать ещё