ადამიანს ვეძებ, რომ არ იყოს მუქი.
ადამიანს ვეძებ, დედამიწა რად ჰყარს?
ადამიანს ვეძებ, რომ არ ჰგავდეს საპყარს.
ადამიანს ვეძებ, უბრალოს და მზიანს,
ადამიანს ვეძებ, რომ მაშოროს ზიანს.
ადამიანს ვეძებ, გულიანს და სათნოს,
ადამიანს ვეძებ, ვინც ჩემზე მეტს დათმობს.
ადამიანს ვეძებ, რომ გააჩნდეს სული,
ადამიანს ვეძებ, რომ ვუწოდო სრული.
ადამიანს ვეძებ, სანახევროდ ჭკვიანს,
ადამიანს ვეძებ, მთელს და არა ჭიანს.
ადამიანს ვეძებ, ადვილია თითქოს,
მაგრამ მე ხომ ვიცი შეუძლებელს ვითხოვ.
კოსმოსური სამყაროს ულამაზესი პლანეტა დედამიწა და ამ პლანეტის ულამაზესი მშვენება ადამიანი,რომელშიც შემოქმედმა მთელი სრულყოფილება და პარმონია ჩადო და განავითარა..შექმნა სიკეთისთვის,სილამაზისთვის,თავისუფლებისთვის,სიყვარულისთვის... მაგრამ ცივილიზაციან გადაახვევინა ადამიანს მორალისა და დანიშნულებისაგან და დემონურმა ინსტიქტებმა მკაფიო ზეგავლენა მოახდინა მის სულიერ სამყაროზე...ღალატი უფლისადმი და სამოთხის დაკარგვა- ადამი და ევას სახით. ბოროტება, შუღლი, მკვლელობა , პირველობა -აბელისა და კაენის სახით..უნდობლობა, უმადურობა, მოჩვენებითობა, ცინიზმი და უსამართლობა- მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით.,
და მაინც ადამიანი ,სიხარულია იმედია ხვალინდელი მომავალი ცხოვრებისა..ის ხატია ღვთისა და მას შემოქმედი ისე არ გაწირას რომ რაღაც წერტილი მზის სხივისა არ დაუტოვოს და არ მისცეს შანსი იმისა ,რომ სიცოცხლის ბოლომდე ,გაანათოს და გაამართლოს ამ ქვეყნად მისი ადამიანად მოვლინება...
...................................
“როგორ ბევრია შვილი ადმასი, როგორ ცოტაა ადმააინი ! “
„ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის,
ხანდახან მსურდა ღმერთთან გოდება,
ა დ ა მ ა ნ ი ,ყოფილა მხეცი,
რომელიც თან მძულს,თან მეცოდება„
/გალაკტიონ ტაბიძე/
„რამ შემქმნა ადამიანად?, და რად არ მოველ წვიმადა?„-
/ვაჟა ფშაველა/
„ადამიანს ჰქმნის არა მარტო თანდაყოლილი, არამედ შეძენილი თვისებებიც .
მხოლოდ ადამიანებში შეუძლია კაცს შეიცნოს თავი თვისი.„ --
/გოეთე/
რაც უფრო ახლოს გავიცანი ადამიანები, მით უფრო შემიყვარდა ჩემი ძაღლი„
/ჰიტლერი/
„კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი,ხედავდა ხალხს და ხატავდა ღორებს„
„უფალო უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ლოცვას,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად„.
„ფიქრები სამწყემსო ღორებზე,
ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა,
უფალო გალავნი ყორეზე,
დამნიშნე ბეღურა ჩიტად„
/პაოლო იაშვილი/
„მუტრუკი მიტომ მუტრუკობს,
დედა ჰყოლია ვირიო.
კაცი ბეჩავის მჩაგრავი
სად გაგონილა გმირიო!
გაიგე ავი და კარგი:
შაუფეროდე ყველასა;
ნუ მიენდობი, ერიდე
კაცს გაიძვერას, მელასა.
ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს,
რა უშავ ჩოხის ძველასა.„
/ვაჟა ფშაველა/
ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს როგორც ცარიელი თავი„
/სოლომონ დოდაშვილი/
ადამიანი ხელ-ფეხის შეკვრას უფრო ნებდება ვიდრე ენის შეკვრას„
/პიერ ბუასტი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев