და მერამდენე ღამე~,
სული აჯანყდა ისე
აღარ ეტევა დროში,
ვეღარც მზის სხივი ვკინძე,
და` ვეღარც ნისლი ვთვალე.
ვეღარ დამდგარა ჟამი
ჯერაც უთქმელი ლოცვის.
გენიალურობს აზრი,
გული შეაკვდა ქვითინს...
ხან გრძნეული ვარ, ხანაც
ამ გრძნეულებას ვწყევლი.
საუკუნეებს გავცდი,
თუმცა უკუღმა ვითვლი.
კლეოპატრაა ჩემში, _
ნილოსის ტურფა გველი.
ისევ დრო, ისევ სივრცე
ვერა, ვერ ვპოვე და` მღლის
ყოველდღიური ყოფის ერთფეროვნების ჩრდილი,
ხან კურტიზანი ქალის
დროწაუშლელი დამღის,
ხან მათუსალას წლები,
ხანაც წამები ჩვილის.
ხან სერაფიტას ღიმილს
ვარდებად ვფანტავ ქარში,
რომ შევებრძოლო სიკვდილს,
`ზევახ, სიცოცხლევ, ჩემო~,
ღმერთო, რამდენი სული
ახლა ბობოქრობს ქალში,
მუზების უთქმელ ტკივილს
მე უსირცხვილოდ ვჩემობ.
ახლა სამია ღამის...
თურმე დავღლილვარ როგორ...
და რიჟრაამდე ისევ
შევეხიზნები წარსულს,
ხან `მზაკვარ კოლხი ქალის~,
ხან _ უწყინარი გოგოს,
ხან `ათას ერთი ღამის~
ვნებამორეულ ასულს.
და... .რამდენს იტევს, ღმერთო...
ერთი უბრალო ქალი...
აბობოქრება სულის
მარადიულად დევნოს...
ვერგატეხილი ღამით
და პოეზიით მთვრალი...
ცრემლად იღვრება ლოცვით. _
არ შემყაროო დემონს ხან სერაფიტას ღიმილს
ვარდებად ვფანტავ ქარში,
რომ შევებრძოლო სიკვდილს...
`ზევახ, სიცოცხლევ ჩემო~,
ღმერთო... რამდენი სული
ახლა ბობოქრობს ქალში,
მუზების ღვთიურ ტკივილს
მე უსირცხვილოდ ვჩემობ

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев