ცხოვრება ყოფილა სულ ერთი წამი,
მაგრამ დასაწყისში სანამ ,,წამს,, გავივლით,
ყველას გვჭირდება ერთგული მგზავრი.
ცხოვრება რა ძნელი, რა რთული ყოფილა,
გვაქვს ერთი სიცოცხლე, ათასი გზები..
და როცა დავდგებით არჩევის წინაშე,
ჩვენს თავს ვეკითხებით,-ვცდები? თუ არ ვცდები.
პასუხს ვერ ვპოულობთ რადგანაც არ ვიცით,
რომელ გზას ავირჩევთ სავალად ჩვენ და,
ძნელია ამ გზების გაკვლევა მარტოკა,
გვჭირდება ცხოვრების მეგზური ყველგან.
არ ვცდები მგონია,- ვიფიქრე.. და თურმე,
რაოდენ ძნელია პასუხის მიგნება,
წინასწარ ვერ ხვდებით რადგან ამ კითხვაზე
პასუხს შემდგომში ცხოვრება იძლევა.
ახლა კი სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს,
რაც გამცა პასუხი ცხოვრებამ მის მერე,
არასწორ არჩევანს ჯობია ყოველთვის
განაგრძო ცხოვრება, მეგზურის გარეშე.
და აი, მივყვები იმ ბილიკს რომელსაც,
დრონი ჩემს შემდგომ უკვალოდ წაშლის,
რაც გავიარე ჩემ წილად, იმ გზას
მე არა, თვითონ უფალი განსჯის.
არ გირჩევ იფიქრო ანდა შემიყვარო,
თორემ შენივე დაგღუპავს ფიქრები,
ცხოვრების მეგზურმა გამხადა უგულო,
ვეღარ შევიცვლები...ესეთი ვიქნები.
ნანა თხინვალელი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев