--------------------------------------------"მერე რა რომ მე გითხარი წავალ,
მერე რა რომ აიჩეჩე მხრები,
აი ის რომ მე წავედი მართლა,
შენ კი ახლა დაბრუნებას ელი.
ვიცი კარგო მიგაჩვიე თხოვნებს,
ვიცი კარგო მიგაჩვიე მუდარს,
შენ ჩემნაირს, ვეღარ ნახავ ვერსად,
ჩემნაირებს გაფრთხილება უნდათ.
აი ახლა მარტოობის ზღვარზე,
მოგაწვება მონატრების ფიქრი,
ვერ აჯობე სიამაყეს ვერა,
თორემ გულში რომ გიყვარდი ვიცი.,
სიყვარული სირცხვილია განა?
რატომ ცდილობ შეებრძოლო ურჩად.
მე გიჟი ვარ, სიყვარულის გიჟი,
და ამ გრძნობის დასაცავად ალბათ,
ჩავიდენდი სიგიჟეებს საქმედ,
რასაც უკვე არ ჩავიდენ ახლა!
მოახერხე განა ჩემი შეცვლა?
განა გრძნობა ჩამიკალი კარგო?
მე უბრალოდ, ერთ რაღაცას მივხვდი,
რომ არ კმარა მე ვიგიჟო მარტო.
ამიტომაც მე უთქმელად ვიგებ,
რომ დრო იყო გამეხურა კარი,
მე წავედი და წავიღე ის რაც,
ახლა შენთვის მონატრება არის.
არ ვაპირებ დაბრუნებას არა,
ახლა წვიმას ვეცეკვები ქართულს,
მერე ქართან გავაგრძელებ ვალსს
და ტანგოს ხმაში დავივიწყებ წარსულს!
გადავივლი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას,
მე მოვხატავ, მინდორ ველებს ფერად,
მერე სადღაც შევეყრები იმ გიჟს,
ჩემი გიჟი რომ ერქმევა მჯერა.
მეც გიჟი ვარ, სიყვარულის გიჟი,
და ამ გრძნობის დასაცავად იცი?
მაგრძნონინე სულ პატარა ბიძგი,
და ყველაფერს გავაკეთებ ვიცი!
****mado***
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев