- გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.
2.- როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.
3.- პატივი ეცი საკუთარ თავს,პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძნენი, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხიმგებელი შენს მოქმედებებზე.
4.- გახსოვდეს,რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.
5.- კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.
6.- არ მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.
7.- როდესაც ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე.სასწრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.
8.- ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.
9.- გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.
10.- ყოველთვის გახსოვდეს, რომ დუმილი ზოგჯერ ყველაზე საუკეთესო პასუხია.
11.- იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები,გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე და აღმოაჩენ,რომ კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო მისით.
12.- როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.
13.- სასიყვარულო ატმოსფერო ოჯახური ბედნიერების საწინდარია.
14.- გაუზიარე ცოდნა სხვებს.ეს ერთ–ერთი გზაა უკვდავებისაკენ.
15- იყავი მადლიერი.
16.- წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.
17.- განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?
18.- გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის ''საჭიროება''
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9