25 ოქტომბერს, მართლმადიდებლური ეკლესია დღესასწაულობს, იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს❤️
გადმოცემის მიხედვით, ხატი ქრისტეს ამაღლებიდან მეთხუთმეტე წელს, ლუკა მახარებელმა დაწერა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და მოწიწების ნიშნათ❤️
ხატს, უამრავი სასწაული უკავშირდება.
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი ითვლება მწუხარეთა მეოხათ, უსასოთა სასოებათ, ობოლთა და ქვრივთა გამომზრდელათ❤️
შეგეწიოთ და დაგიფაროთ ღვთისმშობლის მადლმა❤️
სიკეთე და სიყვარული არ მოგაკლოთ ტკბილმა დედამ❤️
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მწუხარეთა მეოხო, უსასოთა ნავსაყუდელო, ობოლთა და ქურივთა გამომზრდელო, შემივრდენ და შემიწყალენ ჩუენ ცოდუილნი და უღირსნი მონანი შენნი, ლმობიერად შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ევედრე, დედუფალო გულმოწყალეო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მოგვიტევნეს ცოდუანი და უსჯულოებანი ჩუენნი, რაჲთა მოწყალებითა მისითა ღირს ვიქმნეთ კეთილსა აღსასრულსა ცხორებისა ჩუენისასა და წყალობაჲ მისი ყოველთა რჩეულთა მისთა ზედა აჩუენე, რამეთუ კურთხეულ და უფროსად დიდებულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
#ნინი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10