სულმა ტკივილების ატანას,
დარდმა ყველა ძარღვი შეარხია,
თითქოს ჯიბრში მიდგას სატანა.
ფიქრმა გზააბნეულ ბილიკებით,
ცრემლის აღმართებით მატარა,
ვინაც გამოსცადეთ, მიმიხვდებით
თუ რა ჭრილობებმა დამღალა.
ბევრჯერ დავიჩოქე წაქცევამდე,
ბევრჯერ ჩამეძინა გადაღლილს,
მტერი მაღვიძებდა დაცემამდე,
ქვეყნად ბოროტებას რა დათვლის.
ვდგავარ დიდ სიმწარეგამოცდილი,
ხალისს დაეკარგა იერი,
მაგრამ ახლობლების გამოწვდილი
ხელი შემეშველა ძლიერი.
საქმე სასიკეთოდ ნაკეთები,
ღმერთთან სათითაოდ ითვლება,
ლექსად ტკივილებზე დაგედებით,
მადლი გულის ფსკერზე იღვრება.
მტერო, შენი გულის გასახარად
ხედავ არასოდეს ვეცემი
და თუ ჩემმა დარდმა გაგახარა,
ბოღმა-შურისგან ვერ ძღები,
ღმერთის განრისხების გეშინოდეს,
ცოდვა ცოცვით დადის კარდაკარ,
პირჯვარს თუ ისახავ ხატების წინ
რწმენაც იქონიე ხანდახან!
???


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3