Предыдущая публикация
ჯერარყოფილი სიგიჟით მიყვარს
ქალი, რომელიც ასე მახელებს...
ჩამოდის მზე და თავისთან მიჰყავს
და ყოველღამე არქმევს სახელებს;
ყველა მათგანი ჩემთვის თბილია,
თუნდაც ევა და თუნდაც მედეა...
ის ქალი მზისთვის ერთი სხივია,
ჩემთვის ცაა და ცაზე მეტია...
მზემ შეუკერა მას თეთრი კაბა
და გვირილებით მოურთო ველი...
მზის ასულია ის ქალი, ალბათ,
მნათობზე უფრო თბილი და მწველი...
მეც მზეს გავანდე პირველად სიტყვა,
სხვაგვარად მათბობს, ალბათ, მიტომ მე...
იცის ის ქალი რარიგად მიყვარს
და ყოველღამე სიზმრად მიტოვებს...
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев