ერთ-ერთი ჭადარი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა თავისი სიდიადით. მისი ტოტები ცამდე იყო აზიდული, რის გამოც ხალხს სჯეროდა, რომ ეს ხე იყო კავშირი ზეცასა და მიწას შორის. ხშირად იკრიბებოდნენ მის გარშემო, ესაუბრებოდნენ მას თავიანთი ცხოვრების, სურვილებისა და ოცნებების შესახებ. გავიდა ხანი. ჟამთა სვლამ უმოწყალოდ გაანადგურა ჭადრების ხეივანი. ხალხთა მზრუნველობამ მხოლოდ ეს ერთი ჭადარი გადაარჩინა. მადლიერების ნიშნად ხემ მის ირგვლივ შეკრებილი ხალხის მიერ მასთან გამხელილი სურვილების ასრულება დაიწყო. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა. ლეგენდის თანახმად თუ ჭადარს მნახველთა ჯგუფი წრეს შემოავლებს და სურვილს ჩაიფიქრებს, ის აუცილებლად აუსრულდება. საქართველოში ყველაზე დიდი და ხანდაზმული ჭადარია. დღესაც ამაყად დგას თელავის შუაგულში. ეს ცხრაას წლოვანი ხე ახლაც ბევრ მნახველს იზიდავს და მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
Tamta Aivazishvili


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3