Предыдущая публикация
იქნება გიცნო იქნებ გზაში ამცდი შემთხვევით, მეც რომ შემეძლოს დავიფიცო ნანახი მყავხარ, არ გთხოვ დარჩენას არც გაგკიცხავ და არც გემთხვევი, უბრალოდ მინდა დავიჯერო ოცნება არ ხარ. ბედნიერებავ მხოლოდ ერთხელ შემახე ხელი, აწი რომც დარჩე ვერ მოგიხდენ არა მგონია, გთხოვ დამანახე რა სხივი გაქვს ასეთი მწველი, ვთქვა შენს სტუმრობას რა ლამაზი ცრემლი ჰქონია. ნახვად გინატრებ მერე წადი გიცდის რამდენი, ბედნიერებავ სიხარულის თანაზიარო, მხოლოდ დამლოცე ვიდრე ბოლო იმედს განვდევნი, რომ ისევ შევძლო და ტკივილთან ერთად ვიარო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев