- მყავდა ბაბუ.
- ბაბუ როგორი იყო მითხარი რა, ძალიან გიყვარდა?
- ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი.
- ბებიაზე ლამაზი იყო ბაბუ?
მოხუცმა უხერხულად ამოიხვნეშა და ჭასთან მდგარი კაკლის ხისაკენ გაიხედა.
-შე ოხერო, საიდან მოგაფიქრდა ეს კითხვა.
- ბაბუ ყვავილებს ჩუქნიდი ხოლმე თუ არა?
- ვჩუქნიდი აბა რა, მინდვრის ყვავილები უყვარდა.
- ლექსებს უწერდი ბაბუ?
- კი, ხშირად ვუწერდი.
- რა ერქვა ბაბუ შენს მუზას,თუ საიდუმლო არ არი?
- სალომე,სალიტა. ნიმფას ვეძახდი.
- დიდი ხანი გიყვარდა ბაბუ.
- გიპასუხებ ერთი პირობით.
- რა პირობით ბა?
- ბებიაშენთან კრინტს არ დაძრავ იცოდე.
- ჰო, კაი,არაფერს ვეტყვი,მენდობი?
- კარგი. ექვსი ათეული წელი ბაბუ.
- თითუ... ეგ რამდენია ბაბუ.
- მთელი სიცოცხლეა თითქმის ბაბუ.
- მიგატოვა სალიტამ?
- ორივემ მივატოვეთ ერთმანეთი.
- ეგ როგორ ბაბუ?
- როგორ და ვიჩხუბეთ და ერთმანეთიდან წავედით.
- მერე რა გითხრა რომ მოდიოდი.
- გზა დამილოცა, მაგრამ მისგან წამომავალი გზის დაწყევლა უფრო მინდოდა.
- ეჰ, ბაბუ მეც მყავს შეყვარებული, სულ ვჩხუბობთ მარა...
- რა მარა ბაბუ? ჰკითხა მოხუცმა მის მუხლზე მჯდომ შვილიშვილს და თავზე ხელი გადაუსვა.
- მარა ვრიგდებით ბაბუ,ისევ ვურიგდებით ერთმანეთს.
- კარგია ბაბუ. გახსოვდეს არასოდეს უღალატო წრფელ სიყვარულს, ისწავლე მიტევება და დაფასება.
- კა ბ.. ტირი ბაბუ?
- არა ბაბუ. მიდი ბავშვებთან ითამაშე ახლა, ფეხი დამიბუჟდა მგონი.
მოხუცმა შვილიშვილს თავზე აკოცა, მერე სათვალეები მოიძრო და თვალის დამჭკნარი უპიდან, დანაოჭებულ ყვრიმალზე ჩამოგორებული ცრემლის წვეთები მოიწმინდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 28
და მართალი მგონია მე სარეცლიდან წამომდგარს ყოველდღიურივის წვრმანები სულ უფრო და უფრო გეხვევა როგორც სურო და სიყვარულს ჩრდილში ტოვებს