და ისე გავქრე, ვერვინ მნახოს.
ნუ მკითხავთ, რა მჭირს, რა დამემართა,
უბრალოდ ვეძებ სულიერ საზრდოს.
პირქვე ემხობა ჩემი ოცნება,
გული კი, უკვე არაფერს ნატრობს.
ცა ფერმკრთალდება დაღლილ თვალებში,
ცრემლებს რომ ისევ ღიმილით ამკობს.
ძველი საათი უკუსვლას იწყებს
და ჩემს სიყვარულს ტკივილი ათოვს.
ის კი არ მტკივა, რომ არ გიყვარვარ,
არც ის მაწუხებს, რომ აღარ გახსოვს,
ქალი რომელსაც ასე უყვარდი,
ქალი რომელიც არაფერს არ გთხოვს.
მხოლოდ ის მტკივა, რაც უკვე გაქრა,
ის სიყვარული, გული რომ არ გრძნობს.
ბედნიერების დუმილი მტკივა
და ის სიჩუმე ცრემლით, რომ მათრობს.
რა ვქნა, თუ ისევ აკლიხარ ჩემს გულს,
იმ გულს, რომელშიც ტკივილი სახლობს.
უფალო, უკვე გადავიღალე
და გთხოვ შეეხო სიცოცხლის წამზომს.
შენც კარგად იცი, ეს ყოფა მიმძიმს,
გული მეყრება, სული კი არ მთმობს.
გაჭაღარავდა ჩემი იმედი,
რომელიც გულის კარებთან სახლობს
და ჩემგან ჩუმად ისევ რომ გიხმობს,
იმ სიყვარულით, შენ რომ არ გახსოვს.
19.06.16.
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2