აღარ მაინტერესებს ეგ თქვენი ევროპა,
ჩემი ირმაძიებითაც მშვიდად ვარ ახლა,
გეყოფათ ამდენი დაცინვა, გეყოფათ,
მე სოფლად დავრჩები, შენ რა ვქნა თუ წახვალ.
წადი და დაგვტოვე აქ თუ არ მოგწონს,
ჩვენი სულის სუნს თუ ლონდონს ადარებ,
კაცი პრობლემას თითიდან გამოწოვს,
ვისაც ეს ცხოვრება არასდროს ახარებს.
შენ წადი ისუნთქე მანქნების ნაბოლქვი,
მე სუფთა ჰაერზე გავიწაფები,
მერე ცუდად ვარო, იძახე, ამოთქვი,
მე სოფლის ღელეში გავიქაფები.
შენ მანდ გაერთე, ნაშები მოყარე,
მე კი სოფელში კარტოფილს მოვიყვან,
თუ ფული დაგჭირდა ვიღაცას მოპარე,
მე ჩემი ოფლიდან ფულს გამოვიყვან.
დენი თუ გათიშეს, თბილ-თბილად ჩაიცვი,
მე სობის ძირში გავტეხავ ზამთარს,
რომ შეგცივდება მოთბილო ჩაი სვი,
მე სობის ძირიდან გავხედავ ამ მთას.
მაგრამ ერთ დღესაც მეც გესტუმრებით,
ოღონდ არ იფიქროთ დარჩენისათვის,
ცოდნას წამოვიღებ, არ გეხუმრებით,
ცოდნა დამჭირდება აქ რჩენისათვის.
მე სოფლად დავრჩები შენ რა ვქნა თუ წახვალ,
ჩვენი სოფლის სუნს თუ ლონდონს ადარებ,
მჯერა შენც დაბრუნდები ან დღეს და ან ხვალ,
მიტოვებულ მიწას სულს ჩააბარებ!
გიორგი შავაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6
მიტოვებულ მიწას სულს ჩააბარებ!
Rom cota magatmac caimushaon copelshi cita londonic camogveshveleba da sopelic ashendebaaaaaaaa dzalian mikvars sopeli ik minda davsaxlde sopleli rzali dashvilishilebimkavdes