Предыдущая публикация
ქალბატონო გუგულო.
ეგ რა საკადრისია,
კვერცხებს რომ დებ ბუდეში,
ის ბუდე ხომ სხვისია?
თავის ბარტყებს ცოტა ხნით
სხვა დედებიც ტოვებენ,
მიდიან და პატარებს
სარჩოს მოუპოვებენ.
სასუსნავის საშოვრად
ხშირად გაფრინდებიან,
საქმეს რომ მორჩებიან,
ბუდეს უბრუნდებიან.
შენ კი არც გენატრება,
ხარ ისეთი უგულო,
ჰოდა, არა გრცხვენია
ქალბატონო გუგულო?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев