და თუნდაც ჭორებმა ითოვოს ქუჩებში,
გაიგოს სუყველამ, სუყველამ უკლებლივ,
რომ ჩვენ ვართ ყველაზე, ყველაზე ურჩები!
მე და შენ ავავსოთ სიგიჟით სამყარო,
რა ჩვენი ბრალია გრძნობები გვერევა,
იყვირე მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან!
ზეცაზე არ გინდა ფერების შერჩევა.
მე და შენ ჩავჭიდოთ ხელები ერთმანეთს
და ვხატოთ გულები ცხოვრების ბოლომდე,
გაგვჭორონ რა მოხდა, თუ უნდათ ქუჩებში,
შეუძლებელია სუყველას მოვწონდეთ !
მე და შენ ვაჩუქოთ ერთმანეთს ცხოვრება
და ერთ დღეს გახარებ რომ უკვე სამნი ვართ,
მერე კი პატარას თვალებით ვიხაროთ,
ქუჩა ხომ უამრავ ღიმილსაც აიტანს!
მე და შენ ჩავჭიდოთ ხელები პატარას,
დავხატოთ გულები, დღეს უკვე სამნი ვართ,
სუყველას ვახარებ, ვახარებ უკლებლივ!
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან!
/ თამუნა შაშიაშვილი /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7