
==================
უკვე მეათასედ,უკვე მერამდენედ
ჩუმად უშენობა ჩემთვის დავითვალე.
ბუდის არწივივით მთებში გავიხიზნე,
თითქოს მოწოლილი დარდი გავიქარვე.
მერე დამშეული შენი სიყვარულით
მეჩხერ ჭიუხებში უგზოდ დავიკარგე.
ვკრიფე გვირილები, მთების გვირილები,
მერე ეს გრძნობებიც მათში გავითვალე.
ზოგმა სიყვარული შენი მომილოცა,
ზოგიც გამიწყრა და ესეც ავიტანე.
მერე დაკარგულმა გზები გავიკვლიე,
მაინც მარტო დავრჩი,მარტოდ დავიღალე.
მერე ნამთვრალევმა,ისეც შფოთიანი
დარდში და წუხილში ღამე დავიმგვანე.
თითქოს თენებისას ფიქრში ჩამეძინა,
ძილში მეღირსე და სიზმრად დაგინახე.
ისე მიხაროდა,ისე ვმაღლდებოდი,
ისე ვივსებოდი როგორც ბადრი მთვარე.
მერე მერამდენედ..ისევ მერამდენედ
ღამით მარტოობის ფიქრით დავიჩაგრე.
თითქოს მოწყენილმა გული დავიმშვიდე,
ალბათ უბედობის დღეზე დავიბადე.
მერე..უიღბლობით ძლიერ გადაღლილი
არაგვს ავყევი და მთებში გავიპარე.
კენტად დარჩენილი მთებმაც არ მიმიღო,
ლამის ტყვია გულში თავად დავიხალე.
უკვე მერამდენედ,შენი სიყვარულით,
თითქოს დავობლდი და ისევ დავიბადე.
/ გიორგი გიგაური /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3