ხან მზეს ვეფერები, ხან ამ ცის ნაპირებს.
რომ მომენატრები უცებ მახსენდები
და ამ ჩემს ბაგეზე ღიმილს ვეღობები
ჩემთვის დავდივარ და როგორც გიჟი ქალი,
ვიცი არ მოხვალ და მაინც გელოდები.
რომ მომენატრები წვიმას ვეგებები,
შენ თუ კი არ მოხვალ წვეთებს შევეხები.
გარეთ დავდგები და ზეცას შემოვძახებ,
იცი მომენატრე წრფელი მონატრებით!
უკვე სხვა ქალი ვარ... უფრო ლმობიერი....
უფრო ძლიერი და უფრო გონიერი.
თითქოს ახლა ვდგები ბედის გასავალზე
და შენ აგირჩიე ამ გზის გასაყარზე.
რომ მომენატრები, ბაღის კიდეს ვჯდები,
და ამ ჩემი ლექსის გადაკითხვით ვტკბები.
თითქოს აღარ მახსოვს,თითქოს დამავიწყდა,
გუშინ რომ გითხარი როგორ მიყვარდები.
რომ მომენატრები იცი რა მახარებს?
ქვეყნად არაფერი სულ, რომ არ მადარდებს.....
უნდა დავიჯერო მე ეს სიყვარული
მხოლოდ იმიტომ რომ შენს თავს მომანატრებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев