
ინგრედიენტები:
შოკოლადი 100 გ
ხაჭო 200-230 გ
შაქარი 2-3 ს.კ
ხილი ან ჩირი
შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე ან მიკროტალღურში. სილიკონის ფორმებს შიგნიდან სილიკონისავე ფუნჯით სქლად წავუსვათ შოკოლადი და საყინულეში გავაციოთ. სანამ ცივდება, ხაჭო ბლენდერში ავთქვიფოთ ან საცერში გავატაროთ, დავამატოთ შაქარი. შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხილი (თუ გვსურს) ან ქიშმიში. გამოვიღოთ საყინულიდან ფორმები და ამოვავსოთ ხაჭოთი.
ზემოდან კვლავ შოკოლადით დავფაროთ და საყინულეში შევაბრუნოთ. 5 წუთში შოკოლადი გამაგრდება და დესერტი მზადაა. ამოვიღოთ ფორმებიდან და მივირთვათ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12