რომ უნდა ჩაწვეს,თბილ ფაფუქ ლოგინში და გარეთ ლამაზად თოვდეს.ასეთ წუთებში თუ ადამიანი მარტოა,მაგრამ თავზე კარგი მომვლელი ადგას,რომელიც ხშირად გიმზადებს თბილ ჩაის და თავს დაგსტრიელებს,შენ ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი.მიხვდები ვინ ხარ,საიდან მოდიხარ და რომ ის გზა,რომელსაც ფეხით მიუყვები სრულებითაც არ არის ეკლიანი,რომ ეს არის ყველაზე მაგარი გზა მსოფლიოში.რომ ის არის შენი ყველაზე მშვენიერი გზა.დიახ,ასე ვფიქრობდი,მინდოდა რომ ადამიანებს ეპოვათ საკუთარი თავი ამ გზაზე,მაგრამ რას ვიფიქრებდი,რომ თავად მე გავხდებოდი ავად.რომ ჩემი ფიქრები უბრალოდ წარმოსახვა იყო,მაგრამ ავად გავხდი.ჰოდა ვწევარ ახლა სევდიან ლოგინში,გარეთ კი საოცრად, ლამაზად ანათებს მზე.არ თოვს.ფიქრებში წარმოდგენილი ანგელოზები არ არსებობენ.მაღალი სიცხე მაქვს.უამრავ წამალს ვსვამ და მინდა,რომ აღმოვაჩინო საკუთარ თავში ისეთი რამე,რაც დამეხმარება,რომ გამოვკეთდე,მაგრამ მოგონებებს ვეღარ ვხედავ.მარტო ვარ.მერე ვფიქრობ,რომ ადამიანი,არასდროს ისე მარტო არ არის,როგორც ავადმოფობის ჟამს.ეს არის ყველაზე სევდიანი მარტოობა დედამიწაზე.ამბობენ ავადმყოფობის დროს, შეგიძლია დახუჭო თვალები და უფალი მოვა შენთან.მაგრამ არ მოდის.უფალი გარეთ,მზიან ყვავილებს პატრონობს.თვალებს ვხუჭავ.მინდა,რომ დედა მოვიდეს,მაგრამ არ ვაგებინებ ჩემი ავადმყოფობის ამბავს,რადგან ჩაკეტილი თოვლიანი მთებიდან ასე ადვილად ვერ ჩამოვა დედა.რომ გაიგოს აუცილებლად იდარდებს ჩემს ამბავს,ამიტომ როცა მირეკავს არ ვპასუხობ.საშინელი ხმა მაქვს,არ მინდა დედამ გაიგოს,როგორ ვარ.მაგრამ მაინც ვნატრობ.ასე მგონია ანგელოზები ეტყვიან,რომ ავად ვარ და ისიც ჩამოვა მთიდან.ჩამომიტანს მინდვრის ყვავილებს,ბალახებს,წიგნების ყდას და ფურცლებს.დედამ,იცის რომ წიგნი უნდა დავწერო,დედას სჯერა ჩემი.წამოვდექი ლოგინიდან.არ ჩანს ჩემი სახლიდან დათოვლილი მთები,მაგრამ სიცხიან ზმანებაში მე მაინც ვხედავ დედას.გზას გასცქერის და ვენატრები. ცხელი წვნიანი მენატრება.ვხდავ ცას და ვხვდები რა ბედნიერი ვყოფილვარ, მაგრამ ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფერს.სულ ვწუწუნებდი,სულ ვწუხდი.ცოტა მიყვარდა და ცოტას ვიღიმოდი. როგორღაც მოვახერხე და მეორე დღით მოვიცვი ჩემი სნეულის სამოსი და მივედი ტაძარში,ტაძარში ეძინა უფალს.სავსე იყო ეკლესია ყვავილებით და სილამაზით.დიადი იყო უფალი და ყველაზე მეტად ეს ვინანე,ვინანე რომ ხშირად არ ვიცოდი სად შეიძლებოდა მისი პოვნა,ვინანე,რადგან მენატრებოდა უფალი და არ მოვდიოდი.მეგონა ის თავად მოვიოდოდა ჩემთან. მერე მართლაც იყო ბევრი ფიქრი და საუბარი.მთელმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ.ყველაფერს ვნანობდი,განსაკუთრებით ცოტა სიყვარულს და ცოტა ლოცვას.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5