სახლში დაღლილი მოვედი.შვილებმა რა გვიყიდეო.ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული...მეორე ოთახში გაიქცნენ,გადახედეს სასუსნავს და ჩემსკენ ყიჟინით გამოიქცნენ...ტუჩებით წამოიწიეს და კოცნა დამიპირეს...კარგი მაცადეთ ახლა დაღლილი ვართქო...თავდახრილებლი გაბრუნდნენ ...
კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა...
დედამ საჭმელი გაკიკეთეო,დაიბანე ხელები და ვივახშმოთო,არაფერი არ მინდა შემეშვი და ყველამ თავი დამანებეთთქო...გაჩუმდა,თავი დახარა და მაგიდას მარტო მიუჯდა...ონკანი მოვუშვი,წყალი უნდა დამელია,ჭიქა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა...დედა წამოხტა მაშინვე,ხელი არ გაიჭრა,მე დავხვეტავო...
კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა...
ბავშვები ვამეცადინე,დავაწვინე და მეც მივუწექი...
კარზე ისევ კაკუნის ხმა იყო...
ჯანდაბა, არავინ გააღებს ამ კარებს?ვკივივარ ბოლო ხმაზე...და დედის ნაბიჯებს ვუყურადებ...კარებს აღებს და შვიდი ხმით გამომძახებს,არავინაა...
-მესმოდა ხმა...შენც ხომ გესმოდა?
-მესმოდა,მაგრამ გაღება დავაგვიანეთ...
-ხოდა გაგეღოთ,მარტო მევცხოვრობ ამ სახლში?
-შვილო,შინ მშვიდობით შემოხვედი,ხატებს ჩაუარე,ერთი მადლობაც არ გითქვამს უფლისთვის რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა,შვილები ბედნიერებისგან ცას ეწვივნენ შენს დანახვაზე,შენ უღიმღამოდ გაუცინე და კოცნის უფლებაც არ მიეცი,განა ყველას ყავს სახლში დედა?საჭმელი დაგახვედრე,შემოგთავაზე თბილად დავმჯდარვიყავით და გვევახშმა,ლამის ბოლო ხმაზე მიყვირე მოხუც დედას,თავი დამანებეო...დაწექი და ისევ დაგავიწყდა,ისევ დაგავიწყდა რომ პირჯვარი გადაგეწერა,შვილებისთვის მაინც...
...და კარები?...
კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა ,შენ რომ მოგაცილა სახლამდე...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9