Предыдущая публикация
შემთხვევით ბეჭი გამკრა
და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ
ტუჩებიდან აგფცქვნა!
მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა,
შენთვის რომ მითქვამს გრძნობით,
მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,-
გული გავსილი ბოღმით...
მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი,
გატარებული შენთან,
თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა,
როცა ვიყავით ერთად.
მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება;
წარსული მრჩება სევდად,
მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ...
თუმცა არ მოვალ შენთან!
ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს,
სულ ხომ არ ვივლი კენტად,
ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით,
რადგან-არ მოხვალ ჩემთან.
ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-
დაიგვიანე უკვე...
და პატიებას, შენთვის რომ მქონდა-
ვადა გასვლია წუხელ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев