ვუთხრა რომ კარგად ვარ, რომ არ მცივა ფეხებზე, რომ ბედნიერი ვარ და ღამე მშვიდად მძინავს, რომ სიზმრებიც ასატანი გახდა, რომ ყავა არ მკლავს და არც სიგარეტი.
ყოველდღე მინდა დავურეკო დედას და ვუთხრა, რომ ვუგზავნი მის საყვარელ შოკოლადებს და ლამაზ ფერად ჭიქებს.რომ მალე ჩამოვალ და ჩავიხუტებ, მერე გაცილების დროს, როგორ მინდა ვიგრძნო მისი თბილი კანი კისერში.
ყოველდღე მინდა დავურეკო და მოვატყუო.ათასი ტყუილი ვუთხრა.დავდივარ გამოფენებზე, წიგნების პრეზენტაციებზე, მუზეუმებში, რომ დანაზოგს ვაკეთებ და მივდივარ იტალიაში.რომ ბედნიერი ვარ როცა ჩემს ოთახში ვბრუნდები, რომ ერთი გოგო მიყვარს, რომელსაც ნუ იტყვი და ვუყვარვარ.როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი, თითქოს ასე ვცხოვრობ.დამიჯერებს დედა.მას უყვარს ჩემი ტყუილები.
დედა ტირის.ვიცი ტირის.
ყოველდღე მინდა დავურეკო დედას და ვუთხრა რომ მომბეზრდა ყველაფერი.რომ წასვლა მინდა, გაქცევა, რომ მეცოდება მოხუცი მამა, რომ 32 ვარ და დროა გავფრინდე.
ყოველდღე მინდა დავურეკო დედას და ვუთხრა რა კარგია თბილისში ქარი, რომ სიმარტოვე მხოლოდ წვიმა არაა, რომ მზეც აუტანელი სიხარულია, რომ ჩემს მეზობლის ბავშვს ქვია მარი და მეც მინდა მყავდეს ყავისფერი ძაღლი.
ყოველდღე მინდა დავურეკო დედას და ვუთხრა რომ მარტივია სილაჩრე.რომ მეზიზღება ეს სიმარტივე და რომ სხვა გზაც არის, რომელიც მოსაწყენია.ყოველდღე მინდა ვუთხრა რამე კარგი.
ის ისევ იტირებს.მე არ მაქვა ნერვი დავურეკო დედას."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1