ge-ზე. კომენტარებში ერთი ამბავია ატეხილი, აჰაჰააა რა ღადაობაა, უჰუჰუუ რას გვანან, იჰიჰიი რა სიმახინჯეაო და ა.შ. მინდა ყველა ღრმადპატივცემულ დამკომენტარებელს მივმართო, ყველამ თქვენს თავსა და გულში ჩაიხედეთ და ტალახი შემდეგ ესროლეთ სხვას... ვინ არის თქვენი დასაცინი? მერე რა, რომ არ არიან ''კრასავიცები'' - ვიხმარ ჟარგონს, რომელიც ქართულ სიტყვად მიგაჩნიათ და იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში ეძებოთ ცუდი და იმის გამოსწორებას ცდილობდეთ, ვიღაცას აგინებთ და დასცინით... დეგრადირებული საზოგადოების მეტს, ასეთი რამ არ უნდა ახასიათებდეს... ყველა სხვის ლანძღვასა და დაცინვაზეა გადასული... რატომ გგონიათ, რომ ვინმეზე მეტი ხართ რამით? ზუსტად მაგ კომენტარებიდან და სიტყვების უაზრო კომბინაციიდან ჩანს თქვენი მდაბიოება და სულიერი სიმახინჯე... ფიზიკურს ეშველება, პლასტიკურს გაიკეთებ, მაგრამ სულიერ სიმახინჯეს, არ მგონია, რამემ უშველოს...
მოდი, ყველამ ჩვენს თავებს შევხედოთ და თუ ვინმეს დასაცინად აქვს საქმე, თუ შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ გამოასწოროს და თუ ეს არ შეგვიძლია, როგორიცაა, მაგალითად ეს შემთხვევა, ამ წყვილის შემთხვევა, უბრალოდ შევეშვათ და არ მივაქციოთ ყურადღება... არაა საჭირო ეს დაცინვები და ვითომ მაგარ ტიპებად თავის წარმოჩენა... ძალიან ბევრი სხვა რამ არსებობს, რაზეც შეიძლება სიცილი ან/და სიცილისგან ''გაბრდღვნა''...
ნუ მოგვაქვს თავი მაგარ ტიპებად და სიმპაწიჩკა/კრასავიცებად, ხომ იცით, არ ვართ ეგეთები და წელში მოღუნული და ლამის დაცემული საზოგადოება ვართ... სჯობს, წელში გამართვას ვეცადოთ და ყოველი ასეთი მდაბიო საქციელით ნუ მოვხრით ქართულ საზოგადოებას უფრო მეტად და მეტად...
თუ მეთანხმებით, აჩვენეთ მეგობრებსაც...
ეს უეჭველად უნდა მეთქვა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 46