ამ ქეისბუქია თუ რაცხა მოსპობა გაააბდლა ქლათ აი ხალხი. აგერ გუშხამ ვინცხა შტერს დუუდვია ღვდელის სურათი და წერს, თუ ჩაგიბარებია აღსარება ლაიქ თუარადა კომენტო, გადვირიე კაცი, თვარ ჩამიბარებია და დავაკომენტარე ჩეიბარეფ შენ თუ? დგანა ძაღლი და ღორი და ზოგი რას წერს ზოგი რას.ახლა ვინცხა აბდალას გადუუღია ტვალეტში სურათი და უწერია ზეთ აი დღეი მიდღემჩი არ დამავიწყტებაო.რაი ქნა იმ დღეს ამისანე ტვალეტში კაცმა არ იცის. პაწე იქით გეიწევი და წერია გადაი ლინკზე და გეიგე რეიზა არ გეყოლება ბაღანეო, დურმიშხანა კვინტრაძემ ქლათ მეიარა მის დასკირენჯებულ ცოლთან ერთად მთელი დუნია და კაცმა ვერ უთხრა რეიზა არ ყავდენ და აი აგერ იძახის მე ვიცი ყორფელიო. დემეთხუეთ ერთი, ამ გამოჩერჩეტებულ ხალხს ქლათ გამოაშტერებს აი. გუშხამ ჟდანა მიტროიეს ბაღანე და იკლავს თავს ძროხები დამიწყდა მთელი ფერმაო, კი შევეჭვდი როის იკლავდა აი ბაღანე ძროხიზა თავსთქვა, ვკითხე მერე და მაი კარა აგერ ქეისბუქზე რო ძროხები მყავდა იი დამიწყდაო.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 32