Предыдущая публикация
მკერდით გაგიკვალავ მთელ ხეობას,
ზვავებს აგვარიდებს სიყვარული,
შენთან ახლოს ყოფნა მიხარია,
გულში ვერ ეტევა სიხარული!
უნდა გაგიყვანო სამშვიდობოს,
მუდამ დაგიცავ და დაგიფარავ,
ჩემი რჩეული ხარ სამუდამოდ,
გზას მომავლისკენ გაგიკვალავ.
თოვლზე გაგეშლები ფიანდაზად,
ბუნების შვილი ხარ მშვენიერო,
ღმერთმა მხოლოდ ჩემთვის გაგაჩინა,
მსურს შენ სილამაზეს მოვეფერო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев