შენთან ერთად რომ გამეევლო მხოლოდ,
მე მინდოდა რომ მთვარიან ღამეს
გათენებას არ ქონოდა ბოლო,
მე მინდოდა ის ქათქათა გვირილა
ალიონს რომ ჩამიწნავდი თმაში,
მე მინდოდა ის მზიანი ამინდი
მხოლოდ მე რომ წამიყვანდი მთაში,
ეგ სურნელი მე მინდოდა შემეგრძნო
ერთმანეთში არეული ჰანგი,
საღამო ჟამს მოსასხამი მომერგო
შენთვის მეზიარებინა დარდი,
ხანდახან რომ დაებერა ნიავს
გაგვიჩენდა ჩახუტების მიზეზს,
გაივლიდა მთლიან ტანში თრთოლვით
გაფანტავდა უსიამო ფიქრებს,
საღამოჟამს რომ აგვენთო ბუხარი
ვარსკვლავები დაგვეთვალა ცაზე,
სიგიჟემდე რომ მიყვარხარ ჩემო
რომ მეყვირა შენთვის ბოლო ხმაზე,
დილით სტუმრად მოვიდოდა წვიმა
გაიჟღითავდა მიწას სველი წვეთი,
წავიდოდით ტაძრად მთების მიღმა ~
და ორივეს დაგვლოცავდა ღმერთი.
სანთლის შუქზე გავათევდით ღამეს
ღამის წყვდიად მოვტაცებდით გრძნობებს,
ვახშამად მე მოგიმზადებდი რამეს
და მერე გავაგრძელებდით ტრფობას,
ალიონზე მოვიდოდი შენთან
მოწყვეტილი უსიამო ქალაქს ,
რომ მაჩუქა შენი თავი ღმერთმა
ბუნებას გადავუხდიდი ამაგს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1