ლაშამ, რომელიც ბერობამდე "მისტერ საქართველო" და "მისტერ ვალენტინი" იყო, 12 წლის ასაკში მყარად გადაწყვიტა, რომ მისი ბედნიერება მონასტერში იყო და უფლის გზას შეუდგა. მამა დიონისე ამჟამად მონასტრის წინამძღვარია და ნორვეგიაში მსახურობს.კითხვაზე, "რა არის მისთვის ყველაზე ძვირადღირებული მატერიალური ნივთი?" - ბერი პასუხობს: ეს არის ბიბლია, - რომელშიც ის ყველაფერზე პოულობს პასუხს.მას არ ჰყავს ავტომანქანა და არც უფიქრია რომ ჰყავდეს. მისი თქმით, ბევრმა არ იცის მისი ცხოვრების შესახებ და ბევრისთვის ის მოიაზრება მოდელ ბიჭად, რომელიც ბერად აღიკვეცა. მანამდე ბევრი გზა გამოიარა, ბევრი განიცადა და შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. "მოდა ჩემს ცხოვრებაში იყო ორი წელი, დანარჩენი ცხოვრება დავუთმე ამ გზის ძებნას." - ჰყვება ინტერვიუში ახალგაზრდა ბერი.
ლაშა ბორძიკული - წარსულში წარმატებული მოდელი, რომელმაც ცხოვრების ინტერესები ადრეულ ასაკში რადიკალურად შეიცვალა და სამოდელო ბიზნესიდან საეკლესიო ცხოვრებაში გადაინაცვლა, დღეისთვის ბერია.ვიდრე მოგითხრობდეთ, თუ სად მსახურობს ლაშა ბორძიკული - ახლა უკვე ბერი დიონისე, მისი სამოდელო კარიერის შესახებ გიამბობთ.მამა დიონისემ საერო ცხოვრებაში სამოდელო საქმიანობა "მისტერ ვალენტინის" კონკურსით დაიწყო. მომდევნო ნაბიჯი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად კიდევ ერთ კონკურსში - "მისტერ საქართველოში" მონაწილეობით გადადგა. მოდელი ლაშა ბორძიკული კარიერის გაგრძელებას მადრიდშიც აპირებდა, თუმცა მისი ცხოვრება, ყველას გასაოცად, რადიკალურად შეიცვალა და მან სამოდელო კარიერას ბერის ცხოვრება ამჯობინა. ბერად აღკვეთის შემდეგ მამა დიონისე ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე კანადაში მოღვაწეობს. ის ბერად საბერძნეთში აღიკვეცა. ამბობს, რომ ამის მიზეზი "რაიმე სერიოზული შემთხვევა ან ტრაგედია არ გამხდარა".
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13
ღმერთი გფარავდეთ, ყველგან და ყოველთვის...!!!
⚘ ⚘ ⚘ ამინ...!!!