. არსებობს კი სიტყვები ჩემს სანუგეშებლად, როცა შენი ლამაზი სახე მხოლოდ სურათებზე დარჩა და შენი სახლის კედლებზე ნინი?! ამბობენ, ადამიანი სანამ უყვართ, არასოდეს კვდებაო და შენც მუდამ დიდი ტკივილი ხარ ჩემთვის, ყველას დაგვაკლდება შენი სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად გქონდა. ნათქვამია, სანამ ხსოვნა ცოცხლობს, ადამიანი ცოცხალია, ხსოვნა სინდისივით არის და სიკვდილზე ძლიერია.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. შორიდან ვეფერები შენს ლამაზ სულს ნინი.