როცა იგრძნობ რომ გეტირება, დამირეკე...
ვერ დაგპირდები რომ გაგაცინებ,
მაგრამ მეც შენთან ერთად ვიტირებ ...
თუ კი ერთ დღეს გაქცევა მოგინდება,
ნუ შეგეშინდება ჩემთან დარეკვის...
ვერც იმას დაგპირდები რომ შეგაჩერებ,
მაგრამ შენთან ერთად მეც გავიქცევი...
როცა არ გექნება სურვილი ვინმეს მოუსმინო
დამირეკე, გპირდები, რომ შენთვის იქვე გავჩნდები
და იმასაც გპირდები, რომ ვიქნები ძალიან ჩუმად...
და თუ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკავ,
მაგრამ პასუხს ვერ გაიგონებ...
უმალ წამოდი ჩემს სანახავად,
იქნებ როგორ მჭირდები მაშინ...
ღამეა წყნარი
მთვარე ანათებს
ყურს ვუგდებ ქარის იდუმალ
ღიღინს.. ამ დროს მოხუცი
დავლანდე უცებ ფეხარეული
ნელნელა მიდის.. ბოთლი უჭირავს
თანაც ხმამაღლა
სადღეგრძელოებს თავისთვის
ამბობს.. სევდა იგრძნობა
ჩახლეჩილ ხმაში ხოლო სიტყვები
ქვასაც კი ადნობს.. ეჰ გაუმარჯოს
იმ მონატრებას მიჯნურის გული
რომ დაუპყრია.. ერთის ლოდინში
თუნდაც ამაოდ ცხოვრების წლები
გადაუყრია.. შედგა ეჰ პასუხს
თითქოს ელოდა აფარა სახეს
უცებ ხელები.. მთვარე უნათებს
წვერიან სახეს სევდიან მოხუცს
მოსდის ცრემლები.. ეჰ გაუმარჯოს
ნამდვილ სიყვარულს სიყვარული
ხომ თავად ღმერთია.. როცა
ამხელა დედამიწაზე გულისა
სწორი მხოლოდ ერთია.. ჩემო
პატარავ ერთადერთი ხარ ამ
ქვეყნად ჩემთვის