🥰🤣
    1 комментарий
    2 класса
    Константин                         😀 😀
    2 комментария
    2 класса
    ❤️
    6 комментариев
    2 класса
    მორჩა ეს იყო სულ ახალი წელი?! 😄 😄 😄
    1 комментарий
    5 классов
    ერთი ჩვეულებრივი, უჯიშო, ეზოს მურა ძაღლი იყო და თანაც ძუკნა... ქართველებიდან ზოგი ყურშას, ზოგიც ბასარას ეძახდა; აფხაზები - სუკას, ხოლო რუსები, თუ არ ვცდები, უბრალოდ - პიოსს... ისე, მგონი ბათურა ერქვა... ხანდახან, როცა ავისმომასწავებლად გაისუსებოდა დროებითი სიმშვიდე; როცა „კალაშების“ ყეფას, ყუმბარების გრუხუნს, სნაიპერის „ესვედეს“ ცელქი ტყვიის ჩაწივლებასა და დაჭრილი ბიჭების ბღავილნარევ გინებას მიჩვეული ნერვები, ამ სიჩუმით კიდევ უფრო დაიძაბებოდა, სწორედ მაშინ აგზავნიდა ორივე მხარე თავშესაქცევად ერთმანეთთან ბათურას, ყელზე შებმული ბარათით: - წაეთრიეთ ჩვენი მიწიდან, თქვენი დედაც... - იწერებოდნენ აფხაზები. - ჩვენს მიწას არ დაგანებებთ, აფსუებო, მართლა თქვენი დედაც... პასუხობდნენ ქართველები. ...და დარბოდა ბათურა სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებულ მხარეებს შორის. დარბოდა დაუზარებლად, მხოლოდ ერთი ნატეხი პურის გულისთვის. შეიძლება ვინმე მადლიანს ძეხვის ნაჭერიც გაემეტებინა და ისიც მადლიერი თვალებით უქიცინებდა კუდს... ლუკმის მათხოვარი და წუწკი არ გეგონოთ ბათურა, უბრალოდ იგი ერთადერთი არსება იყო იმ დელგმასა და ცეცხლის წვიმაში, რომელიც ომმა, ამდენმა სისხლმა ვერ გააბოროტა - შემოღრენა რაა, ისიც კი არ ახსოვდა ბათურასგან ვინმეს. იჯდა უკანა თათებზე თავისთვის და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა ნაღვლიანი თვალებით. პურს წაუგდებდნენ და აუჩქარებლად ილუკმებოდა... აბა რა ექნა?! ისე შებერვოდა მუცელი და ძუძუს კერტები, რომ ეტყობოდა მალე დაყრიდა ლეკვებს... - მკვდრები გვყავს გასაყვანი, არ ისროლოთ! - ხანდახან ასეთი ბარათიც მოჰქონდა ბათურას აფხაზებიდან. - შევთანხმდით, დღეს ჩვენებსაც მივხედავთ! - მიწერდნენ ქართველები და ბარათს ისევ ბათურას შეაბამდნენ ყელზე... ტყვია აღარ გავარდებოდა იმ დღეს! ბათურა კი დარბოდა; წითელი, ხაოიანი ენა გადმოეგდო, მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ თითქოს დროებითი ზავი უხარიაო _ იერი ჰქონდა ისეთი. ვიღაცამ შეამჩნია ეს და მერე უკვე ყველა ხვდებოდა თუ როგორი წერილიც მოჰქონდა ბათურას. თვითონ, ალბათ, მეომრების განწყობით თუ ხვდებოდა ბარათის შინაარს... არავინ არაფერი იცოდა მისი პატრონის შესახებ. იქნებ საერთოდაც არ ჰყოლია; შეიძლება ჰყავდა და თავს უშველა; ვის ეცალა მაშინ უჯიშო ძაღლისთვის თუ ძმა ხარ?! ან იქნებ ომმა შეიწირა... ვინ იცის?! ვერც იმას იტყოდა დანამდვილებით ვინმე, თუ როდიდან დაიწყო ეს საქმე ბათურამ, ან ვინ შეაბა პირველი ბარათი, მაგრამ ბათურა ხელშეუხებელი იყო; ბათურას ტყვიას არავინ ესროდა... ბომბდამშენიდან ჩამოყრილი ჭურვებით ჩამოქცეული სახლის ნანგრევებში წააწყდა ალვანელი მიგრიაული ბათურას. ორად-ორი ლეკვი დაეყარა ძაღლს და თვითონ სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. ლეკვები წკავწკავებდნენ. ეწყინა ბათურას სიკვდილი მიგრიაულს; ისე ეწყინა, რომ თვითონაც გაუკვირდა და ცრემლის ბურთი გაეჩხირა ყელში. მაგრამ სად ეცალა სატირლად - ბათურას ლეშს კი ვიღაც აფხაზი ედგა ჭირისუფალივით. არ უსვრია მიგრიაულს, მტერს დაენახა. ერთი შეცბუნებით კი შეტოკდა აფხაზი, მაგრამ ხელიც არ გაქცევია იქვე ნანგრევებზე მიგდებული ავტომატისკენ. თვალი-თვალში გაუყარა მიგრიაულს და მერე ძაღლს დახედა. ბოლოს, ყაბარდოული ბებუთი ამოიღო და სვენებ-სვენებით ბათურას საფლავის გაჭრა დაიწყო... ფრთხილად მიუახლოვდა მიგრიაული. ბათურას ასაფლავებდა აფხაზი. ასაფლავებდა ისე, თითქოს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებს უთხრისო სამუდამოდ მიწას... ვინღა მოიტანდა დროებითი ზავის წერილებს?! ორიდან ერთი ლეკვი ხელში აიყვანა მიგრიაულმა - მე გვარად მიგრიაული ვარ, ამ ლეკვს ბათურას დავარქმევო! - დაუბარა აფხაზს და წამოვიდა... უნდა გენახათ რა წვალებით გამოზარდა. სად არ ეძებდა ან ვიღას არ მიჰქონდა რძე ლეკვი რომ გადაერჩინათ. გვერდიდან არ იშორებდა, ტყავის ღვედით ჰყავდა ქამარზე ჩამობმული... ამ ამბებიდან რვა თვეში, კინდღთან შეტაკება მოუხდათ. ახლოს იყო მტერი, იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის გინებაც ესმოდათ... და როცა დროებით მიყუჩდა ყველაფერი, როცა ბიჭები სულის მოსათქმელად სველ მიწაზე მიეყარნენ, მიგრიაულს ნერწყვი გაუშრა პირში _ აფხაზების პოზიციიდან ბათურა მორბოდა, ყელზე შებმული ბარათით... კარგად მოსინჯა ქამარზე ჩამობმული ძაღლი, ადგილზე იყო მისი ბათურა... და მიხვდა მიგრიაული, რომ აფხაზების მხრიდან მისი ძაღლის დედმამიშვილი, ტყუპისცალი მორბოდა; იმასაც მიხვდა - ზავის წერილი მოჰქონდა ძაღლს... ეტყობოდა! ქამარზე მიბმული ღვედი აიხსნა მიგრიაულმა... - ქართველებო, მიცვალებულები გვყავს გასაყვანი, შევჩერდეთ! ამ ძაღლს ბათურა ჰქვია და მისი პატრონი ერთ მეომარს ეძებს, გვარად მიგრიაულს. თუ თქვენთანაა გაგვაგებინეთ, თვითონვე მიხვდება რატომაც... - ეწერა წერილში. ...წინიდან კი ბათურა მოჰქროდა დედამისივით და ყელზე შებმული ბარათი მოჰქონდა. ე.ი. ისევ ირბენს სამკვდრო-საციცოცხლოდ წაკიდებულ მხარეებს შორის ჩვეულებრივი, უჯიშო, ეზოს მურა ძაღლი; ამჯერად ისინი ორნი იქნებიან და ორივეს ბათურა ერქმევა... ამიტომაც მგონია, რომ იმათ დედასაც ბათურა ერქვა, თორემ იმის ნამდვილი სახელი არავინ იცოდა; ქართველებიდან ზოგი ყურშას, ზოგიც ბასარას ეძახდა; აფხაზები - სუკას, ხოლო რუსები, თუ არ ვცდები, უბრალოდ - პიოსს... არა, ნამდვილად ბათურა ერქვა... თავდაპირველად კი შეუღრინეს ლეკვებმა ერთმანეთს, მაგრამ მერე თამაშ-თამაშით ალოკეს ერთმანეთი... მიგრიაული ბეტონის სანახევროდ წამოქცეულ ფილაზე იდგა და იქედან უყვიროდა უკვე ნაცნობ აფხაზს - რომ მისი ბათურა კარგადაა, დღესვე გაუგზავნის და ანახებს; რომ აინტერესებს ლეკვების დედის საფლავი თუ მონიშნა მაშინ, ნანგრევებში რომ დაასაფლავა... ბიჭები მუხლებზე ებღაუჭებოდნენ, ეხვეწებოდნენ - დაწექი, მოგკლავენო სულელო! მიგრიაულს აღარაფერი ესმოდა; ვერც იმას ხვდებოდა თუ რას ეძახდა და რატომ უღიმოდა მორცხვად მოპირდაპირე მხრიდან, შემაღლებულზე შემომდგარი აფხაზი... ორთავე დანაშაულზე წასწრებული ბავშვებივით ტიროდა; თითქოს ომობანას თამაშში ამოითხვარნენ და დედამ დასაჯათო... ერთი ტყვიაც არ უსვრია, იმ დღეს, არცერთ მხარეს... ღმერთო, რა გულუბრყვილოა ზოგჯერ მეომარი, მაგრამ მართალი... და როგორ ენატრება ტირილი... ✍️ავტორი: გია ქურიძე
    2 комментария
    7 классов
    ისე, თუ დაკვირვებიხართ, რაც უფრო წრფელი ხარ და უფრო ნამდვილი, მით უფრო ცოტა ხალხი რჩება ირგვლივ. ერთნი ამბობენ უცნაურიაო, მეორენი რთულიო, მესამენი - უინტერესოო. ალბათ სულ ასე იყო: წრფელ ადამიანებს ცოტა მეგობრები ჰყავდათ, თუ ჰყავდათ საერთოდ •••
    1 комментарий
    21 класс
    ცხვარი, მთელი ცხოვრება მგლის შიშით ცხოვრობს, მაგრამ ბოლოს მას მწყემსი ჭამს!
    1 комментарий
    1 класс
    გიხაროდენ : 1 მაისიდან პირადობის მოწმობის აღება 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტის - 150 ლარი. თეთრი ბილეთი კვლავ უფასოა !!
    1 комментарий
    0 классов
    1 комментарий
    0 классов
    "კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის: ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა იმ მხარეს? ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა? ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა? ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში? ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ? და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო? დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა? თევდორე მღვდელმა? ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ? ან ამ აბოს რაღა რჯიდა? იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა? და მე გპასუხობთ - იცოდა!" //გიორგი კეკელიძე//
    1 комментарий
    1 класс
ქოცნახირო უყურეთ და შეხედეთ თქვენ თავს ერთი-ერთში ხართ, მონები, გაუნათლებლები, მოღალატეები,  სად მოგყარათ ასე ერთად პიზდინა იბანაშვილმა                                  ⁉  ⁉  ⁉
  • Класс
Показать ещё