** სიყვარული რიგდებოდა სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
(აქ დადეთ ლექსები , სხვა სახით დაწერილი ლექსები ავტომატურად წაიშლება ..მადლობა გულისხმიერებისთვის)
დასრულდა სიზმარი, დაიწყო ზამთარი, ტირიან დედები და მათი მამები ვისი შვილებიც მოგვიკვდა ქართველებს . ზარები არ წყდება გლოვის და გოდების, ეს რა დღე დაუდგათ შვილებო თქვენს მშობლებს, რამდენი ჩვენგანი დააკვდა გოდებით, ...
ჯგუფის მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ელ. წიგნების გავრცელებასა და მომხმარებლამდე მიტანას, ვისაც არ აქვს ფუფუნება იმისა რომ წიგნი შეიძინოს და ცოდნა გაიღრმავოს

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა, საშინლად მომბეზრდა ყველაფერი, ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე. ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნა...
Нет комментариев